|
2021-06-12 12:27:35, 781 ნახვა
პოლიტიკა
ლუკ კოფი - ბრიუსელის სამიტი ნატო-ს აძლევს შესანიშნავ შესაძლებლობას, გააძლიეროს ურთიერთობა საქართველოსთან
„ნატო-ს სამიტი 2021: ლოიალური მოკავშირე საქართველოს მხარდაჭერის დროა“ - აღნიშნული სათაურით გამოქვეყნდა ამერიკული კვლევითი ორგანიზაციის „ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ საგარეო პოლიტიკის ცენტრის დირექტორის, ლუკ კოფის წერილი. ლუკ კოფი წერილში აღნიშნულია, რომ საქართველო ნატო-ს მტკიცე პარტნიორია და 2021 წლის ბრიუსელის სამიტი შესანიშნავ შესაძლებლობას აძლევს ალიანსს, გააგრძელოს ურთიერთობა თბილისთან, რათა საქართველომ გააგრძელოს სვლა ნატო-ს წევრობისკენ მიმავალ გზაზე. „საქართველო ნატო-ს მტკიცე პარტნიორია.. ის ალიანსისთვის საშიშ და მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ სამეზობლოში მდებარეობს. ქართველებმა დაამტკიცეს, რომ საბოლოო მოქმედებებში გალანნტურნი არიან. ისინი ასევე ახორციელებენ თავდაცვის ტრანსფორმაციის პროგრამას, რომელიც არის მაგალითი ნატო-სთვის. 2021 წლის ბრიუსელის სამიტი ალიანსს შესანიშნავ შესაძლებლობას აძლევს, გააძლიეროს ურთიერთობა თბილისთან, რათა საქართველომ გააგრძელოს სვლა ნატო-ს წევრობისკენ მიმავალ გზაზე 2008 წელს საქართველოში რუსეთის შეჭრისა და მისი ტერიტორიების ოკუპაციის შემდეგ, საქართველო მტკიცედ უჭერდა მხარს ნატო-ს, ასევე არა მხოლოდ ნატო-ს, არამედ აშშ-ის საზღვარგარეთის უსაფრთხოების ოპერაციებს. საქართველომ ათასობით ჯარი შეიყვანა ერაყსა და ავღანეთში და ასობით მშვიდობისმყოფელი ბალკანეთსა და აფრიკაში. რუსეთის შეჭრის შემდეგაც კი, საქართველო არ შეფერხებულა დასავლეთთან დაახლოებისგან. ამან საქართველო გახადა ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების წმინდა მონაწილე“, - აღნიშულია წერილში.
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)