|
2021-06-11 17:34:28, 772 ნახვა
პოლიტიკა
ფინანსთა მინისტრი: სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის სტრატეგია დასკვნით ეტაპზეა
სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის სტრატეგია დასკვნით ეტაპზეა - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, ამ მნიშნელოვან რეფორმაზე სამინისტროს ხედვა ეფუძნება OECD-ის, IMF-ის, WB-ის და ADB-ის საუკეთესო გამოცდილებებს. როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, რეფორმა შედგება 5 ძირითადი სვეტისგან: პირველი - კორპორაციული მართვის სტანდარტების დანერგვა, რაც გულისხმობს საწარმოთა კორპორაციული მართვის საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკების და OECD-ის სახელმძღვანელო პრინციპების დანერგვას სახელმწიფო საწარმოებში. გამჭვირვალე პროცედურით შერჩეულ, დამოუკიდებელ სამეთვალყურეო საბჭოს უნდა ჰქონდეს მთავარი როლი სახელმწიფო საწარმოს მმართველობაში. ამ პრინციპის წარმატებული პილოტირება უკვე განხორციელდა „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში". მეორე - კომერციულობა უნდა გახდეს საწარმოს უმთავრესი მიზანი - თუ არსებობს არაკომერციული საქმიანობა, ის ან უნდა გაუქმდეს ან გამჭვირვალედ დაფინანსდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან; მესამე - დარგში კონკურენციის ხელშეწყობა - სახელმწიფო საწარმოები უნდა იყვნენ ერთგული თავისუფალი ბაზრისა და თავისუფალი კონკურენციის პრინციპებისადმი. სახელმწიფო საწარმოები არ უნდა არღვევდნენ კონკურენციულ გარემოს და არ უნდა იქმნებოდეს ხელშემშლელი გარემო ბაზარზე შესვლისათვის. ეს დაუშვებელია და რეფორმა ამ პრაქტიკებს აღმოფხვრის. მეოთხე - სწორად ჩამოყალიბებული სახელმწიფო საწარმოთა ფლობის მიზანი, და საწარმოში სახელმწიფოს მონაწილეობის ზომის რაციონალურობა - სახელმწიფოს საწარმო უნდა გვქონდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არის ეკონომიკის განვითარების მიზნისათვის საუკეთესო საშუალება. და მეორე, უნდა განვსაზღვროთ, რატომ გვაქვს ამ საწარმოში მაინცდამაინც 100-პროცენტიანი წილი, სადაც ასეთი საჭიროება არ არსებობს, უნდა მოხდეს საწარმოს წილის პრივატიზაცია. გასხვისება უნდა მოხდეს საფონდო ბაზარზე, რაც გასხვისების ყველაზე გამჭვირვალე მეთოდია. ეს იქნება კაპიტალის ბაზრის მნიშვნელოვანი ხელშემწყობი მექანიზმი. მეხუთე - ყველა საწარმოს უნდა ჰქონდეს ე.წ კორპორაციული მიზნების განაცხადის დოკუმენტი, რომელიც იქნება გამჭვირვალე და საზოგადოებისათვის ცნობილი - ეს მოიცავს კომპანიისთვის მნიშვნელოვან ფინანსურ და არაფინანსურ სამიზნე მაჩვენებლებს (ე.წ. KPI-ებს), რომლის ამბიციურობა და შესაბამისობა უნდა ფასდებოდეს დაგეგმვის ეტაპზე და მათი მიღწევა უნდა კონტროლდებოდეს მთავრობის მიერ საწარმოს საქმიანობაში ჩარევის გარეშე. ბუნებრივია, ეს ყველაფერი უნდა იყოს გამჭვირვალე პროცესი, სადაც სრული ეს ციკლი საჯარო იქნება. როგორც ლაშა ხუციშვილმა აღნიშნა, სახელმწიფო საწარმოების რეფორმა და პრივატიზაცია, არ წარმოადგენენ ერთმანეთის ალტერნატივებს. უფრო მეტიც, რეფორმა იქნება პრივატიზაციის ყველაზე გამჭვირვალე და ეფექტური ინსტრუმენტი.
მსურს კუბასთან საქმეების მოგვარება - ტრამპმა სამხედრო ძალის გამოყენება დაუშვა
ტრამპმა სენატს მოუწოდა, დაუყოვნებლივ დაამტკიცოს პენტაგონისთვის დამატებით 350 მილიარდი დოლარის გამოყოფა
იენსენ ჰუანგის სკანდალის გამო, Nvidia-ს აქციებმა საბაზრო კაპიტალიზაცია 515 მილიარდი დოლარი დაკარგა
5-5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს 2 სპეცრაზმელს დემონსტრანტ მაისაშვილზე ძალადობის საქმეზე
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)