|
2021-06-09 17:11:11, 757 ნახვა
პოლიტიკა
ნიკა მელია უმრავლესობას - მახსოვს, როგორ გამალებით იცავდით გახარიას, დღეს კი, პოლიტიკურად მიწაში დებთ
მახსოვს, წინა მოწვევის პარლამენტში, როგორ გამალებით იცავდით პრემიერ-მინისტრს და დღეს რას აკეთებთ? პოლიტიკურად მიწაში დებთ, - ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას საპარლამენტო უმრავლესობას. როგორც ნიკა მელიამ აღნიშნა, გიორგი გახარია დღესაც პრემიერ-მინისტრი რომ ყოფილიყო, უმრავლესობა მას კვლავ ტაშს დაუკრავდა. „ძალიან კარგად მახსოვს, წინა მოწვევის პარლამენტში, სანამ იმუნიტეტს შემიჩერებდით, როგორ გამალებით იცავდით პრემიერ-მინისტრს და ფიზიკურ დაპირისპირებასაც კი არ ერიდებოდით ჩემთან, ბატონი გახარიას გამო და მთელი აპოლოგია ჰქონდათ მიძღვნილი გახარიასადმი, სულ რამდენიმე კვირის წინ და დღეს, რას აკეთებთ?! უძღვნით ტასკვილებს, პოლიტიკურად მიწაში დებთ, აბრალებთ ყველაფერს, რასაც აბრალებთ ნებისმიერს, ვინც უბრალოდ აპროტესტებს თქვენს უმსგავსობას. დღესაც რომ ყოფილიყო პრემიერ-მინისტრი და იძულებული არ გამეხადა მე, რომ გადამდგარიყო, ნებისმიერი თქვენგანი ხმას ამოიღებდით?! კვლავ ტაშს დაუკრავდით ამ ადამიანს. ეს არის თქვენი რეალური პოლიტიკური სახე და როცა გიყურებთ, მრჩება შთაბეჭდილება, რომ თქვენი თავის არსებობის არ გჯერათ“, - განაცხადა ნიკა მელიამ.
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)