|
2021-06-08 14:45:58, 751 ნახვა
საზოგადოება
ამირან გამყრელიძის განცხადებით, თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში ამცრელი სივრცეები ჩამოყალიბდება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოს ოთხ დიდ ქალაქში - თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში დიდი ამცრელი სივრცეების ჩამოყალიბება იგეგმება. მისივეე თქმით, დედაქალაქის მაგალითზე მიმდინარეობს მოლაპარაკება „ექსპო ჯორჯიასთან“, სპორტულ დაწესებულებებთან, მოლებთან ფართების გამოყენებაზე, რათა ვაქცინაცია ხელმისაწვდომი იყოს როგორც დაჯავშნით, ასევე, ცოცხალი რიგით. „ოთხ დიდ ქალაქში, თბილისში, ქუთაისში ბათუმსა და რუსთავში უნდა ჩამოვაყალიბოთ დიდი ამცრელი სივრცეები. თბილისში მინიმუმ სამი ან ოთხი, ხოლო დანარჩენ ქალაქებში - თითო-თითო. მაგალითად თბილისში აქტიურად ვმუშაობთ ექსპო ჯორჯიას პავილიონების გამოყენებასთან დაკავშირებით, ასევე ჰუალინგის ცენტრთან, რამდენიმე სპორტულ დაწესებულებასთან, სადაც დიდი დარბაზებია და მოლებთან, რომ ამ ტიპის ცენტრები იქნეს გაშლილი, რათა ინტენსიური ვაქცინაცია ივლისიდან ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს. ეს იქნება როგორც წინასწარი დაჯავშნით, ისევე ცოცხალი რიგებით“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ისტორიაში პირველად, SpaceX-მა ორბიტიდან დაბრუნების შემდეგ Starship-ის კოსმოსური ხომალდი დაიჭირა
კრემლმა შესთავაზა შეერთებულ შტატებს ევროპის გავლენის სფეროებად დაყოფა, როგორც ეს ცივი ომის დროს იყო
მიტროპოლიტ იობის გინების გამო, შსს-მ ლაშა ნაცვლიშვილის მიმართ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო
საბა ლაზიშვილმა ამერიკულ ორგანიზაცია RAF-ში სადებიუტო ბრძოლა მოიგო
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



