|
2021-06-08 14:14:44, 665 ნახვა
პოლიტიკა
ალეკო ელისაშვილი „ნაცმოძრაობაზე“ - გაბანძებულები და თავლაფდასხმულები შემოდიან პარლამენტში
შემოდიან გაბანძებულები და თავლაფდასხმულები, - ამის შესახებ პარტია ,,მოქალაქეების" ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ,,ნაციონალილური მოძრაობის" პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე თქმით, პარტიას პოლიტიკური ალღო და პრაგმატიზმი არ აღმოაჩნდა. ,,ვაფრთხილებდით და ვესაუბრებოდით ,,ნაციონალურ მოძრაობას", ნუ ხართ ამ უმანდატო ბოკერიას და უგულავას აყოლილები-თქო, რომ აყვნენ, იმიტომ არიან ასეთ დღეში. შემოდიან გაბანძებულები და თავლაფდასხმულები. ხუთი კითხვა მაქვს და მინდა სხდომაზე დავუსვა. ეს არის ფაქტი, რომ ამ პოლიტიკურ ორგანიზაციას არ აღამოაჩნდა არც პოლიტიკური ალღო, არც პოლუტიკური პრაგმატიზმი და არც ამ ქვეყნის სიყვარული. აწვალეს ეს ქვეყანა. ჩვენ შემოვედით თებერვლის დასაწყისში, თვითონ შემოდიან ივნისის დასაწყისში და რა განსხვავებაა? თვითონაც ახდენენ ლეგიტიმაციას პარლამენტის? ჩვენ რომ გვეუბნებოდნენ ივანიშვილის პარლამენტის ლეგიტიმაციას ახდენთო. თვითონ რას აკეთებენ, 18-ჯერ მეტნი არიან ჩვენზე. ანუ 18-ჯერ მეტჯერ ახდენენ ლეგიტიმაციას? წინ უნდა გაეხედათ სანამ ტუჩები ჰქონდათ დალურჯებული ჩვენი ლანძღვით. წინ უნდა გაეხედათ რომ ისევ აქ მოუწევდათ მოსვლა. ფეხით გამოგათრევო მე რომ მეუბნებოდნენ და თავისი ფეხით მოდიან. აი როგორ უნდა ჩამეხდონ თვალებში, რა საინტერესოა", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)