|
2021-06-07 12:51:47, 826 ნახვა
პოლიტიკა
იაგო ხვიჩია - „ქართული ოცნება“ აგრესიული კამპანიით ცდილობს, რაც შეიძლება ნაკლები ხმა გაატანოს ყოფილ პრემიერს
„ქართული ოცნება“ აგრესიული კამპანიით ცდილობს, რაც შეიძლება ნაკლები ხმა გაატანოს ყოფილ პრემიერს, - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რითაც ბიძინა ივანიშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა. მისი თქმით, მმართველ გუნდს კარგად ესმის, რომ გიორგი გახარია მშვიდობიანობის პერიოდში მათ ხმებსაც წაიღებს. „ზოგადად, „ქართული ოცნების“ ეს ტაქტიკა გახარიასთან მიმართებით არის ის, რომ მათ ესმით, გახარია როგორც მათი გუნდის ყოფილი წევრი და სიის პირველი ნომერი, მშვიდობიანობის პერიოდში წაიღებს მათ ხმასაც. ამიტომ, „ქართული ოცნება“ ასეთი აგრესიული კამპანიით ცდილობს, რომ რაც შეიძლება ნაკლები „ქართული ოცნების“ ხმა გაატანოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ. შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა დღეს ყოფილ პრემიერ-მინისტრთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)