|
2021-06-04 11:20:32, 598 ნახვა
საზოგადოება
შს მინისტრის მოადგილემ პროექტის - „სისხლისსამართლებრივი დევნისა და გამოძიების ხარისხის გაუმჯობესება საქართველოში“ მონაწილეობა მიიღო
შინაგან საქმეთა სამინისტროში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - "სისხლისსამართლებრივი დევნისა და გამოძიების ხარისხის გაუმჯობესება საქართველოში" - მმართველი კომიტეტის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ. მინისტრის მოადგილემ პროექტის ფარგლებში წარმატებით განხორციელებულ აქტივობებსა და მნიშვნელოვან მიმართულებებზე ისაუბრა. “მინდა ხაზი გავუსვა, რომ პროექტმა მნიშვნელოვნად დაუჭირა მხარი შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების გაძლიერებას და სხვადასხვა ეტაპზე რეფორმირების პროცესის წარმატებით განხორციელებას. პროექტით გათვალისწინებულ მიმართულებებს შორის აღსანიშნავია: ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის ხელშეწყობა, გამოძიების მეთოდები, გამოძიების პროცესის შეფასება, საგამოძიებო რეფორმის ხელშეწყობა, დანაშაულის ადგილის მართვა, შსს-ს აკადემიის შესაძლებლობების გაძლიერება, დანაშაულის სტატისტიკის წარმოება, სტრატეგიული კომუნიკაციების განვითარება, დისციპლინური სამართალწარმოება და სხვა“, - აღნიშნა ალექსანდრე დარახველიძემ. ონლაინ შეხვედრაზე მმართველი კომიტეტის წევრებმა ბოლო წლების განმავლობაში პროექტის ფარგლებში მიღწეული შედეგები შეაჯამეს. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ევროკავშირის დელეგაციის წევრები, შინაგან საქმეთა სამინისტროს, გენერალური პროკურატურისა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმომადგენლები. აღნიშნული პროექტი შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტთან მჭიდრო თანამშრომლობით, 2016 წლიდან ხორციელდება. მისი მიზანია სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის მხარდაჭერა, კოორდინაცია და მონიტორინგი, ასევე, საერთაშორისო სტანდარტებისა და ვალდებულებების გათვალისწინებით, პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროში რეფორმების განხორციელების პროცესის ხელშეწყობა.
კრემლმა შესთავაზა შეერთებულ შტატებს ევროპის გავლენის სფეროებად დაყოფა, როგორც ეს ცივი ომის დროს იყო
მიტროპოლიტ იობის გინების გამო, შსს-მ ლაშა ნაცვლიშვილის მიმართ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო
საბა ლაზიშვილმა ამერიკულ ორგანიზაცია RAF-ში სადებიუტო ბრძოლა მოიგო
ორბანის წინააღმდეგ გამოძიების ფარგლებში, თითქმის 20 მილიონი დოლარის ფარული ფონდი აღმოაჩინეს
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



