|
2021-06-03 17:42:45, 816 ნახვა
საზოგადოება
ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტის გამარჯვებულები გამოვლინდა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტ „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის" გამარჯვებულები დღეს გამოვლინდა. I ადგილი დაიკავა მარიამ ბოკუჩავამ (თბილისის დამოუკიდებელი საერო გიმნაზია „შავნაბადა"). II და III ადგილებზე გავიდნენ დავით სეფაშვილი (ყვარლის N2 საჯარო სკოლა) და ნიკა ქავთარაძე (თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის N53 საჯარო სკოლა). IV ადგილზე გამსვლელი 18 ქულა 9 მოსწავლემ – ანანო ჯაფარიძემ (მესტიის წმ. ილარიონ ქართველის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზია), გიორგი სანიკიძემ (ზუგდიდი, აფხაზეთის N1 საჯარო სკოლა), ელენე კიკოლაშვილმა (თბილისის დამოუკიდებელი საერო გიმნაზია „შავნაბადა"), ლანა ქიმერიძემ (ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ზიკილიის საჯარო სკოლა), ლიანა ედიშერაშვილმა (კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლის საჯარო სკოლა), ლინა კურტანიძემ (ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდის საჯარო სკოლა), მარიამ შომახიამ (აბაშის N2 საჯარო სკოლა), ნინო ხიდაშელმა (თბილისის N191 საჯარო სკოლა) და ქეთევან შუღლიაშვილმა (გორის N12 საჯარო სკოლა) – დააგროვა. შედეგად, 41 ფინალისტის ნამუშევრიდან შეირჩა 12 საუკეთესო ესე, რომელთა ავტორებსაც დიპლომები, ეროვნული არქივის გამოცემების კომპლექტი და ფასიანი საჩუქრები გადაეცემათ. ეროვნული არქივის გამოცემებით დაჯილდოვდებიან დანარჩენი ფინალისტებიც. პროექტის ყველა მონაწილე კი სერტიფიკატს მიიღებს. კონკურსის თემა იყო – "რატომ არის მნიშვნელოვანი დღევანდელ დღეს საქართველოს პირველი რესპუბლიკის ისტორიის ცოდნა?" შეჯიბრი zoom-ის პლატფორმაზე, ონლაინრეჟიმში შედგა. საქართველოს პირველი რესპუბლიკის შესახებ საგანმანათლებლო პროექტს საფუძველი 2015 წელს ჩაეყარა და ამ დრომდე მასში 800-მდე საჯარო და კერძო სკოლის 4500-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა.
კრემლმა შესთავაზა შეერთებულ შტატებს ევროპის გავლენის სფეროებად დაყოფა, როგორც ეს ცივი ომის დროს იყო
მიტროპოლიტ იობის გინების გამო, შსს-მ ლაშა ნაცვლიშვილის მიმართ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო
საბა ლაზიშვილმა ამერიკულ ორგანიზაცია RAF-ში სადებიუტო ბრძოლა მოიგო
ორბანის წინააღმდეგ გამოძიების ფარგლებში, თითქმის 20 მილიონი დოლარის ფარული ფონდი აღმოაჩინეს
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



