|
2021-06-03 15:11:34, 887 ნახვა
საზოგადოება
კრწანისის ტყეპარკში, გურჯი ბიზნესმენის, ქენან პატარიძე-ილდირიმის სახელობის სკვერი გაშენდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების ეროვნული სააგენტოსა და თურქ ბიზნესმენთა ასოციიაციის თანამშრომლობით, კრწანისის ტყეპარკში, ერთ ჰექტარზე გურჯი ბიზნესმენის, ქენან პატარიძე-ილდირიმის სახელობის სკვერი გაშენდა. სკვერში ზეთისხილის, ცაცხვის, ნეკერჩხლის, იფანის, ჰიმალაის კედარის და ტუიას ნერგები დაირგო. ქენან პატარიძე-ილდირიმს მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი საქართველოსა და თურქეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავბასა და ორ ქვეყანას შორის ბიზნესთანაშრომლობის განვითარების საქმეში. ველური ბუნების სააგენტოს უფროსის, რევაზ ბეჟაშვილის განცხადებით, სააგენტო აქტიურად მუშაობს კრწანისის ტყეპარკის აღდგენისა და განახლების პროექტზე. „ქართველ და თურქ ბეზნესმენთა ასოციაციის „გულთიადი“ მხარდაჭერით და სააგენტოს ორგანიზებით, ტყეპარკის განახლების ჩვენი პროექტის ფარგლებში, 1 ჰექტარ ფართობზე სკვერი გაშენდა”, - აღნიშნა რევაზ ბეჟაშვილმა. ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის თავჯდომარე ოსმან თურანის განცხადებით, გამწვანების პროექტში ჩართვის მიზანი იყო სოციალური პასუხიმგებლობის ამაღლება და იმ ზიანის შემცირების ხელშეწყობა, რომელიც ბუნებას ადამიანებისგნა ადგება. ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ასევე, საქართველოს პარლამენტის თურქეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის და პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის წევრები ესწრებოდნენ. ველურუ ბუნების ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, კრწანისის ტყეპარკის განახლებისა და აღდგენის მიმდინარე სამუშაოების ფარგლებში, 100 კვტ. მზის ელექტროსადგური მოეწყო; ხეების უკანონო ჭრის აღკვეთის და ბრაკონიერებისაგან დაცვის მიზნით, ტყეპარკის ტერიტორიის 150 ჰა შემოიღობა. დაგეგმილია მტკვრის სახეობათა თევზსაშენის მშენებლობა, დამშრალი 7 ტბორის აღდგენა და დათევზიანება, 50-მდე საპიკნიკე ლოკაციის მოწყობა. ველური ბუნების სააგენტოს მიერ მასშტაბური სამუშაოების განხორციელების შემდეგ, პარკი თავის უმნიშვნელოვანეს ფუნქციას დაიბრუნებს. ტყეპარკი რეკრეაციული სივრცეა თბილისსა და რუსთავს შორის. პარკში გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ფეხით, ველოსიპედით ან მინი ელექტროავტომობილით.
კრემლმა შესთავაზა შეერთებულ შტატებს ევროპის გავლენის სფეროებად დაყოფა, როგორც ეს ცივი ომის დროს იყო
მიტროპოლიტ იობის გინების გამო, შსს-მ ლაშა ნაცვლიშვილის მიმართ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო
საბა ლაზიშვილმა ამერიკულ ორგანიზაცია RAF-ში სადებიუტო ბრძოლა მოიგო
ორბანის წინააღმდეგ გამოძიების ფარგლებში, თითქმის 20 მილიონი დოლარის ფარული ფონდი აღმოაჩინეს
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



