09:31 - 15 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-02 15:22:35, 682 ნახვა

საზოგადოება
გლდანის რაიონის გამგეობის ბმა-ს პროგრამით კორპუსებში წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია გრძელდება

გლდანის რაიონში, გამგეობის მიერ გლდანის II მიკრორაიონის N25 და N25 ა კორპუსების ამორტიზებული კომუნიკაციების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. წყალარინების შიდა და გარე ქსელი, დაახლოებით, 210 გრძივ მეტრზე იცვლება. მიმდინარე პროექტის ღირებულება 45 052 ლარია. ამასთან, სამუშაოები გლდანის VI მიკრორაიონის N17 კორპუსშიც ხორციელდება. სადაც, პროექტის ფარგლებში, წყალარინების ქსელი 158 გრძივ მეტრზე შეიცვლება.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ლევან ნაროუშვილი საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ გულია გოცირიძესთან ერთად გაეცნო.

მიწისქვეშა კომუნიკაციების სარეაბილიტაციო სამუშაოები გლდანის რაიონის გამგეობის „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. ამ ეტაპზე, ამორტიზირებული ქსელის რეაბილიტაცია 10 მისამართზე უკვე დასრულდა, 8 მისამართზე კი, მიმდინარეობს.

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, გამგეობა სამუშაოებს 100%-ით აფინანსებს. ამხანაგობა კი, თავის მხრივ ვალდებულია, სამუშაოების ღირებულების 5%-ის ოდენობის თანხა ამხანაგობის ანგარიშზე განათავსოს და საერთო ქონების მოვლა-პატრონობას მოახმაროს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კრემლმა შესთავაზა შეერთებულ შტატებს ევროპის გავლენის სფეროებად დაყოფა, როგორც ეს ცივი ომის დროს იყო
მიტროპოლიტ იობის გინების გამო, შსს-მ ლაშა ნაცვლიშვილის მიმართ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო
საბა ლაზიშვილმა ამერიკულ ორგანიზაცია RAF-ში სადებიუტო ბრძოლა მოიგო
ორბანის წინააღმდეგ გამოძიების ფარგლებში, თითქმის 20 მილიონი დოლარის ფარული ფონდი აღმოაჩინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics