03:31 - 13 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-02 00:03:02, 463 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძე: ხვალ რომ კახა კალაძე არ იყოს მერი, ვინ გაბედავს, გასცეს სამშენებლო ნებართვა რომელიმე რეკრეაციული სივრცის ან სპორტული მოედნის ხარჯზე?!

დედაქალაქის მერის განცხადებით, მისმა გუნდმა შექმნა მტკიცე ფუნდამენტი თბილისის განვითარებისთვის.

ამის შესახებ მან საზოგადოებრივ მაუწყებელზე ისაუბრა.

„დედაქალაქის დღევანდელმა მთავრობამ მოახერხა და ყველაფერი გააკეთა, შეექმნა მტკიცე ფუნდამენტი იმისთვის, რომ მომავალში, მერი იქნება კახა კალაძე თუ ვინმე სხვა, ამ პროექტების გაგრძელება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ქალაქისთვის. ამაში ძალიან დიდი შრომაა ჩადებული, უამრავი გათენებული ღამე და ნამდვილად მეამაყება, რომ ჩვენ ეს შევძელით, არა მხოლოდ სატრანსპორტო მიმართულებით, არამედ ურბანული პოლიტიკის ნაწილში.

ხვალ რომ კახა კალაძე არ იყოს მერი და იყოს ვინმე სხვა, რომელი მერი გაბედავს და გასცემს სამშენებლო ნებართვას რომელიმე რეკრეაციული სივრცის ან სპორტული მოედნის ხარჯზე? ვინ გაბედავს ამას? ვინ გააკეთებს? ჩვენ ისე ავწიეთ ეს თამასა, ისეთი რეგულაციები შევიმუშავეთ, მიღებულია გენერალური გეგმა, ძალიან რთული იქნება, ცუდი გაუკეთო ქალაქს. პირიქით, ყველანაირი შესაძლებლობაა, რომ ეს ქალაქი სწორად განვითარდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მსურს კუბასთან საქმეების მოგვარება - ტრამპმა სამხედრო ძალის გამოყენება დაუშვა
ტრამპმა სენატს მოუწოდა, დაუყოვნებლივ დაამტკიცოს პენტაგონისთვის დამატებით 350 მილიარდი დოლარის გამოყოფა
იენსენ ჰუანგის სკანდალის გამო, Nvidia-ს აქციებმა საბაზრო კაპიტალიზაცია 515 მილიარდი დოლარი დაკარგა
5-5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს 2 სპეცრაზმელს დემონსტრანტ მაისაშვილზე ძალადობის საქმეზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics