|
2021-06-01 18:46:12, 632 ნახვა
საზოგადოება
თავდაცვის სამინისტრო ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გადაცემაში გასულ რეპორტაჟთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
თავდაცვის სამინისტრო ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გადაცემაში გასულ რეპორტაჟთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების განმარტებით, გადაცემა თავდაცვის მინისტრის მიმართ თავისი ცილისმწამებლური და შეთითხნილი ბრალდებებით გასცდა ყოველგვარ ეთიკურ და სამართლებრივ საზღვრებს. "მიმდინარე წლის 29 მაისს ტელეკომპანია „მთავარის“ გადაცემა „შაბათის მთავარში“ გაკეთდა რეპორტაჟი თავდაცვის მინისტრის ქონებრივი დეკლარაციისა და შემოსავლების შესახებ. გადაცემა თავდაცვის მინისტრის მიმართ თავისი ცილისმწამებლური და შეთითხნილი ბრალდებებით გასცდა ყოველგვარ ეთიკურ და სამართლებრივ საზღვრებს. კერძოდ, ტელეკომპანია მთავარის სიუჟეტში სხვა პირების კუთვნილი ქონება მიაწერეს თავდაცვის მინისტრს. ასევე მისი საცხოვრებელი სახლი წარმოაჩინეს ისეთი ფორმით თითქოსდა რამდენიმე სახლს წარმოადგენდა. ტელეკომპანია მთავარის ვებგვერდმა დაამახინჯა ინფორმაცია ჯუანშერ ბურჭულაძის თავდაცვის მინისტრის მოადგილეობის პერიოდში აღებული ხელფასის შესახებ. შეგნებულად დაამახინჯდა არაერთი ფაქტი, თავდაცვის მინისტრს მიაწერეს არარსებული ქონება და შემოსავლები და ამ მეთოდებით შეეცადნენ მისი რეპუტაციის შელახვას. არც ფალიაშვილის და არც ლუბლიანას ქუჩაზე არც მას და არც მისი ოჯახის წევრებს არ გააჩნიათ არანაირი უძრავი ქონება, ხოლო ის უძრავი ქონება რაც მინისტრს გააჩნია ყველაფერი შეძენილი აქვს საჯარო სამსახურში მაღალ თანამდებობამდე მოღვაწეობამდე. აღნიშნულის დასადასტურებლად მინისტრმა პირადი განცხადებით მიმართა საჯარო სამსახურის ეროვნულ ბიუროს, რათა დაედასტურებინათ აღნიშნული ფაქტები. ბიუროდან მიღებული ინფორმაციით დადასტურდა რომ სიუჟეტში მოყვანილი ინფორმაცია არის სიცრუე. აღნიშნულ ცილისწამებასთან და სიცრუესთან დაკავშირებით მინისტრი აპირებს მიმართოს სასამართლოს. მომავალში მედიასაშუალებების მიერ გაჟღერებული არცერთი ამდაგვარი ტოტალური სიცრუე არ დარჩება სამართლებრივი რეაგირების გარეშე", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
კრემლმა შესთავაზა შეერთებულ შტატებს ევროპის გავლენის სფეროებად დაყოფა, როგორც ეს ცივი ომის დროს იყო
მიტროპოლიტ იობის გინების გამო, შსს-მ ლაშა ნაცვლიშვილის მიმართ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო
საბა ლაზიშვილმა ამერიკულ ორგანიზაცია RAF-ში სადებიუტო ბრძოლა მოიგო
ორბანის წინააღმდეგ გამოძიების ფარგლებში, თითქმის 20 მილიონი დოლარის ფარული ფონდი აღმოაჩინეს
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



