22:45 - 21 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-31 12:58:34, 889 ნახვა

კომენტარი
შს მინისტრი „ნამახვანჰესის“ აქციაზე - თუ პოლიციაზე ძალადობა მოხდება, მათ უფლება აქვთ წყლის ჭავლი და გაზი გამოიყენონ

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, თუ რიონის ხეობაში პოლიციაზე ძალადობა მოხდება, სპეცდანიშნულების რაზმს უფლება ექნება წყლის ჭავლი, გაზი ან სხვა საშუალება გამოიყენონ.

მისივე თქმით, პოლიცია სიტუაციის განსამუხტად ყველაფერს აკეთებს.

„ნამახვანჰესზე მაქსიმალურად ცდილობენ პოლიციელები, რომ არ მოხდეს შეხლა-შემოხლა. გუშინ იყო როდესაც ხელი დაარტყეს პოლიციელს, რაც ძალიან ცუდია და ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს, თუმცა ამ დრომდე ასეთი რაღაც არ მომხდარა, იცავდნენ მომიტინგეებიც დისტანციას. გუშინ რატომღაც აგრესია გამოხატეს. რკინის ჯებირები დაგვჭირდება თუ რა დაგვჭირდება, იქიდან გამომდინარე, რომ არ მოხდეს დაპირისპირება ყველაფერს გამოვიყენებთ.

იცით, რომ ტექნიკა დაუწვეს ერთხელ, მოხდა შეხლა-შემოხლა, მუშებთან და „ენკას“ ფირმის ადგილობრივ ხელმძღვანელობასთან. რომ შევუშვათ, მოხდება კიდევ უფრო მეტი დაძაბულობა და შეიძლება დაშავდნენ კიდეც მოქალქეები. სპეცრაზმიც განმუხტავს სიტუაციას და ჯერჯერობით პოლიციელებიც მუხტავენ. სპეცდანიშნულების რაზმს რაც აქვს აღჭურვილობა, მათ შორის, იქნება ეს გაზი, წყლის ჭავლი თუ სხვა, თუ პოლიციაზე ძალადობა იქნება, მათ კანონიერი უფლება აქვთ ყველაფერი გამოიყენონ“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პენიტენციური: პატიმარ გიორგი დავითაძეზე ძალადობის ფაქტს ადგილი არ ჰქონია
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex-ის შეთავაზებით ოთხ სავაჭრო ცენტრში
Euromoney-მ თიბისი საუკეთესო კორპორატიულ ბანკად მესამედ დაასახელა
ხაშურობისთვის მერიამ ზაზა ნოზაძე გარეპავს- ბიუჯეტიდან კონცერტის ორგანიზატორს 93 000 ლარს გადაუხდიან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics