|
2021-05-30 12:34:54, 1199 ნახვა
პოლიტიკა
ზაალ უდუმაშვილი - ჩემი პოზიციაა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში წარმოდგენილი უნდა იყოს
ჩემი პოზიციაა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში წარმოდგენილი უნდა იყოს, - აცხადებს „ენმ-ს“ წევრი ზაალ უდუმაშვილი. მისი თქმით, დღევანდელ პოლიტსაბჭოზე პოზიციები კიდევ ერთხელ შეჯერდება. „ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც ორიენტირებულია როგორც პარტიის, ასევე ქვეყნის მომავალზე. შესაბამისად ჩვენ გვჭირდებოდა, რომ ყველა მხარის არგუმენტები მოგვესმინა და შემდეგ მიგვეღო გადაწყვეტილება. დღეს შეიკრიბება პოლიტსაბჭო, მთავარი ორგანო პარტიის და მივიღებთ გადაწყვეტილებას. მე მჯერა, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნება იქედან გამომდინარე თუ რა საკითხების წინაშე ვდგავართ დღეს, როგორც პარტია, ასევე ქვეყანა. ჩემი პოზიციაა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა იყოს წარმოდგენილი პარლამენტში“, - აცხადებს ზაალ უდუმაშვილი. შეგახსენებთ, რომ დღეს, 15:00 საათზე, "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" პოლიტსაბჭოს სხდომაა ჩანიშნული. დღევანდელ სხდომაზე გადაწყდება შევა თუ არა პარტია პარლამენტში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)