|
2021-05-27 15:54:58, 1202 ნახვა
კომენტარი
კომპანია გასწორდება წელში - დავით ნარმანია გაზის ტარიფის გაზრდას ეხმაურება
კომპანია გასწორდება წელში, რათა მან შეძლოს მომავალში არსებული სხვა ვალდებულებების შესრულებაც, - ამის შესახებ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ თბილისის მოსახლეობისთვის გაზის ტარიფის გაზრდასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, „თბილისი ენერჯიმ“ ვალუტის კურსის ცვლილების გამო, წელიწადნახევრის განმავლობაში 20 მილიონ ლარზე მეტის ზარალი ნახა. „მარეგულირებელმა კომისიამ იმსჯელა „თბილისი ენერჯის“ მიერ წარმოდგენილ წინადადებაზე და გააკეთა შესაბამისი გაანგარიშებები, რომლის ფარგლებშიც, მათ მიერ ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში არსებული 20 მილიონ ლარზე მეტის ზარალი, რომელიც კურსთა შორის სხვაობით იყო გამოწვეული, იქნება კომპენსირებული ტარიფის იმ ნაზრდით, რომელზეც ჩვენ დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება. შესაბამისად, „თბილისი ენერჯი“ არეალში ტარიფი იზრდება 8 თეთრამდე, ამით კომპანია გასწორდება წელში, რათა მან შეძლოს მომავალში არსებული სხვა ვალდებულებების შესრულებაც, რაც ბუნებრივი აირის უსაფრთხო და უწყვეტ მიწოდებას გულისხმობს“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. შეგახსენებთ, რომ „თბილისი ენერჯის“ აბონენტებისთვის გაზის ტარიფი გაიზარდა. აბონენტები ერთ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირში 7, 834 თეთრით მეტს გადაიხდიან. სემეკ-ის გადაწყვეტილებით, „თბილისი ენერჯის“ აბონენტებს დღგ-ს ჩათვლით, 46,138 თეთრის ნაცვლად 53,972-ის გადახდა მოუწევთ.
პენიტენციური: პატიმარ გიორგი დავითაძეზე ძალადობის ფაქტს ადგილი არ ჰქონია
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex-ის შეთავაზებით ოთხ სავაჭრო ცენტრში
Euromoney-მ თიბისი საუკეთესო კორპორატიულ ბანკად მესამედ დაასახელა
ხაშურობისთვის მერიამ ზაზა ნოზაძე გარეპავს- ბიუჯეტიდან კონცერტის ორგანიზატორს 93 000 ლარს გადაუხდიან
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)