|
2021-05-27 15:08:08, 749 ნახვა
საზოგადოება
ვარლამ გოლეთიანი - დავდებთ დაფინანსების წყაროს და შემდეგ ამ ნარატივის ავტორებმაც გაასაჯაროონ, საიდან ფინანსდებიან
დავდებთ დაფინანსების წყაროებს და შემდეგ ამ ნარატივის ავტორებმაც გაასაჯაროონ, საიდან ფინანსდებიან, - ამის შესახებ „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ისინი დაფინანსებას რიგითი მოქალაქეებისგან იღებენ და არა მსხვილი შემომწირველებისგან. „დაფინანსებასთან დაკავშირებით არსებობს ინტერესი. ჩვენ გამოვდივართ ინიციატივით - დავდებთ ფინანსების წყაროებს, საიდანაც მოდის ეს თანხები. თუმცა, აქამდეც ვამბობთ, რომ ესენი არიან ემიგრანტები და ჩვენი თანამოქალაქეები. ეს დასაბუთდება, როცა ამ ყველაფერს გავასაჯაროვებთ. შემდეგ მოვუწოდებთ ყველა იმ ადამიანს, ვინც არის ამ ნარატივის ავტორი, საიდან ფინასდებიან, რომ თავადაც გაასაჯაროვონ საკუთარი ფინანსები. ჩვენ დავიწყებთ ამას და შემდეგ ყველა ორგანიზაციამ, მათ შორის პოლიტიკურმა პარტიებმა, ცალკეულმა ადამიანებმა გაასაჯაროვოს.მაგალითად ელისო კილაძე საუბრობდა საიდან ვფინანსდებით. სიმართლე გითხრათ, ჩვენც გვაინტერესებს საიდან ფინანსდება ელისო კილაძე. თუ დადებს ცხრილს ვინ ურიცხავს თანხებს, მოხარული ვიქნებით. ჩვენ გამოვალთ ამ ინიციატივით და დაველოდებით სხვები როდის გაასაჯაროებენ თავიანთ დაფინანსებას. ჩვენ გამოვალთ ამ ინიციატივით პირველი და დაველოდებით სხვები როდის გაასაჯაროვებენ ფინანსებს. ამას ისე გავასაჯაროვებთ, რომ ადამიანის უფლებები არ დაირღვეს. როცა 10 და 5 ლარს რიცხავს ადამიანი, ხვდებით, რომ ეს არის რიგითი ადამიანის ჩარიცხული და არა მსხვილი შემომწირველის? რაც შეეხება ჩვენს დანახარჯს თბილისის აქციაზე, ჩვენ თანხა არაფერში, მათ შორის, არც ტრანსპორტირებაში არ გადაგვიხდია, მხოლოდ სცენაში გადავიხადეთ, რომელიც ჯამში დაახლოებით 25 ათასი დაჯდა“, - განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.
კრემლმა შესთავაზა შეერთებულ შტატებს ევროპის გავლენის სფეროებად დაყოფა, როგორც ეს ცივი ომის დროს იყო
მიტროპოლიტ იობის გინების გამო, შსს-მ ლაშა ნაცვლიშვილის მიმართ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო
საბა ლაზიშვილმა ამერიკულ ორგანიზაცია RAF-ში სადებიუტო ბრძოლა მოიგო
ორბანის წინააღმდეგ გამოძიების ფარგლებში, თითქმის 20 მილიონი დოლარის ფარული ფონდი აღმოაჩინეს
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



