03:09 - 13 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-24 15:23:56, 450 ნახვა

პოლიტიკა
ნათია თურნავა - მიხეილ სააკაშვილი ყველაზე უფრო უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალის ლიდერია

„მიხეილ სააკაშვილი გახლავთ ყველაზე უფრო უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალის ლიდერი. თავისი განცხადებით მან კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ეს პოლიტიკური ძალა არის სრულიად უპასუხისმგებლო და ისინი მზად არიან ნებისმიერი პროტესტი გამოიყენონ ხელისუფლების საწინააღმდეგოდ და ამ დროს აზარალებენ ქვეყნის ინტერესებს“, - ასე გამოეხმაურა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა მიხეილ სააკაშვილის განცხადებას `ნამახვანი ჰესის` შესახებ. 

მინისტრის განცხადებით, „მიხეილ სააკაშვილმა ძალიან კარგად იცის, რომ  ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკას და ელექტროენერგიით მომარაგებას გააჩნია სამი თეორიული პოტენციური წყარო. ერთია, ჩვენი საკუთარი ენერგეტიკა და განახლებადი რესურსები, რომელზეც ის გვირჩევს, უარი ვთქვათ; მეორეა ელექტროენერგიის იმპორტი, მათ შორის, მეზობელი ქვეყნებიდან და რუსეთიდან. მესამე - გაზის იმპორტი. სამწუხაროა, რომ ეს ადამიანი, რომელიც დღეს მოღვაწეობს უკრაინაში, სადაც უკვე იწვნიეს საკმაოდ მძიმედ ენერგოდამოკიდებულება რუსეთზე, ასეთ არასახელმწიფოებრივ პოზიციაზე დგას“, - განაცხადა ნათია თურნავამ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მსურს კუბასთან საქმეების მოგვარება - ტრამპმა სამხედრო ძალის გამოყენება დაუშვა
ტრამპმა სენატს მოუწოდა, დაუყოვნებლივ დაამტკიცოს პენტაგონისთვის დამატებით 350 მილიარდი დოლარის გამოყოფა
იენსენ ჰუანგის სკანდალის გამო, Nvidia-ს აქციებმა საბაზრო კაპიტალიზაცია 515 მილიარდი დოლარი დაკარგა
5-5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს 2 სპეცრაზმელს დემონსტრანტ მაისაშვილზე ძალადობის საქმეზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics