|
2021-05-22 23:34:05, 776 ნახვა
კომენტარი
შალვა პაპუაშვილი - სამწუხაროდ, „ლელო“ პირდაპირ მიდის იქითკენ, რომ ჩაშალოს 19 აპრილის შეთანხმება
„სამწუხაროდ, „ლელო“ პირდაპირ მიდის იქითკენ, რომ ჩაშალოს 19 აპრილის შეთანხმება“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ ძალიან სამწუხაროა, როდესაც ადამიანები პატივს არ სცემენ საკუთარ ხელმოწერას. „ლელო“ იყო ერთადერთი პარტია, ვინც თავი შეიკავა და არგუმენტად მოჰყავდათ ის, რომ ცესკო-ს არსებულ შემადგენლობასთან დაკავშირებით უნდა მოხდეს მათი ან გადანიშვნა, ან სხვა რაღაც ზომები იქნას მიღებული. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის ელჩმა სპეციალურად განაცხადა, მაგალითად, თამარ ჟვანიას საკითხი არ იყო 19 აპრილის შეთანხმების ნაწილი, სამწუხაროდ, „ლელო“ პირდაპირ მიდის იქითკენ, რომ ჩაშალოს 19 აპრილის შეთანხმება. ძალიან სამწუხაროა, რომ ადამიანები პატივს არ სცემენ საკუთარ ხელმოწერას და ცდილობენ, განმარტებები დაიწყონ მაშინ, როდესაც არ არის ამის საფუძველი. ეს სამწუხაროდ ხელშეკრულების დარღვევაა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)