|
2021-05-20 17:06:20, 699 ნახვა
პოლიტიკა
ჯუანშერ ბურჭულაძე დიდი ბრიტანეთის ელჩს, მარკ კლეიტონს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩს, მარკ კლეიტონს უმასპინძლა. გაცნობით შეხვედრაზე ჯუანშერ ბურჭულაძემ ბრიტანულ მხარეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერისთვის, ასევე გაწეული პრაქტიკული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. მინისტრმა დემოკრატიული პროცესების გაძლიერების, თავდაცვის ძალების ტრანსფორმაციისა და ნატოში ინტეგრაციის გზაზე დიდ ბრიტანეთთან პარტნიორობის მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნა. მან ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების პროცესში გაერთიანებული სამეფოს მნიშვნელოვან წვლილზეც გაამახვილა ყურადღება. მხარეებმა თანამშრომლობის კონკრეტული ასპექტები მიმოიხილეს და იმედი გამოთქვეს, რომ ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში კავშირები კიდევ უფრო განმტკიცდება. საუბარი შეეხო სამხედრო განათლების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებსა და საერთშორისო სამხედრო წვრთნებს. თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე საუბრის ერთ-ერთ მთავარ თემას უახლოეს თვეებში საქართველოში, ბრიტანული გემის შემოსვლის საკითხი წარმოადგენდა. შეხვედრას საქართველოს თავდაცვის უწყების ბრიტანელი მრჩეველი, კლერ მაკიანი დაესწრო.
მსურს კუბასთან საქმეების მოგვარება - ტრამპმა სამხედრო ძალის გამოყენება დაუშვა
ტრამპმა სენატს მოუწოდა, დაუყოვნებლივ დაამტკიცოს პენტაგონისთვის დამატებით 350 მილიარდი დოლარის გამოყოფა
იენსენ ჰუანგის სკანდალის გამო, Nvidia-ს აქციებმა საბაზრო კაპიტალიზაცია 515 მილიარდი დოლარი დაკარგა
5-5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს 2 სპეცრაზმელს დემონსტრანტ მაისაშვილზე ძალადობის საქმეზე
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)