|
2021-05-20 13:17:33, 654 ნახვა
პოლიტიკა
კარლ ჰარცელი - თამარ ჟვანიას თანამდებობაზე დისკუსიები 19 აპრილის შეთანხმების ნაწილი არ არის
ძალიან მიხარია, რომ საარჩევნო რეფორმების კუთხით ფართო კონსენსუსი არსებობს, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, საარჩევნო რეფორმის პარალელურად, 19 აპრილის შეთანხმების ერთ-ერთი საკვანძო ნაწილი მართლმსაჯულების რეფორმაა. „ძალიან მიხარია, რომ საარჩევნო რეფორმების კუთხით ფართო კონსენსუსი არსებობს და ახლა ეს პროექტი ჯერ ვენეციის კომისიას უნდა გაეგზავნოს შემდეგ კი განხილვა იქნება პარლამენტში. 19 აპრილის შეთანხმების კიდევ ერთი საკვანძო პუნქტი მართლმსაჯულების რეფორმაა. ვფიქრობ, მოკლე პერსპექტივაში აუცილებლად უნდა ვადევნოთ თვალი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცედურას. ასევე იქნება დანიშვნები იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. ეს ორი უწყება ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საზოგადოებაში მართლმსაჯულების მიმართ ნდობა აღდგეს და ამ რეფორმამ აზრი შეიძინოს. ამის პარალალურად იქნება ასევე სხვა რეფორმების განხილვაც, რომელშიც ევროკავშირი და სხვა ევროპელი პარტნიორები ასევე მიიღებენ მონაწილეობას“, - განაცხადა ჰარცელმა. მისივე თქმით, თამარ ჟვანიას თანამდებობაზე დისკუსიები 19 აპრილის შეთანხმების ნაწილი არ არის. „რაც შეეხება გუშინდელ შეთანხმებას, ყველა დეტალი არ ვიცი, მაგრამ ვფიქრობ, ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, რომ როგორც ჩანს, პაკეტის ირგვლივ მხარეებს შორის ფართო კონსენსუსია მიღწეული. ვიმედოვნებ, ეს არის 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთებით. ახლა გაგზავნილია ვენეციის კომისიაში, რათა კანონპროექტი შემოწმდეს და გაიცეს რეკომენდაციები პროცესის დასრულებისთვის. შემიძლია ვთქვა, რომ პროცესი გამოიყურება იმედისმომცემად. იყო დისკუსიები ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პოზიციებთან დაკავშირებით, მაგრამ თამარ ჟვანიას თანამდებობაზე დისკუსიები არ არის 19 აპრილის შეთანხმების ნაწილი. დისკუსიების გაგრძელება დამოკიდებულია პარტიებზე“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა.
შსს-ს ცენზურის დეპარტამენტის წარმომადგენელი - სასამართლომ არ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილებები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)