|
2021-05-19 12:39:31, 396 ნახვა
საზოგადოება
თიბისი კონცეპტი ფოტო და მულტიმედია ხელოვნების ნამუშევრების გამოფენას უმასპინძლებს
თიბისი კონცეპტის სივრცე მარჯანიშვილის 7-ში, თიბისის სახელოვნებო კოლექციიდან შერჩეული ფოტო და მულტიმედია ხელოვნების ნამუშევრების გამოფენას უმასპინძლებს. ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს. მათი ინფორმაციით, გამოფენის მიზანია მაქსიმალურად მოიცვას დღევანდელი აქტუალური ხელოვნების არეალი და ხელი შეუწყოს საქართველოში თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების განვითარებასა და პოპულარიზაციას. მათივე ცნობით, გამოფენა 19 მაისს 17:00-ზე გაიხსნება და ერთ თვეს გაგრძელდება. „დაარსებიდან „თიბისი“ კულტურის მხარდამჭერია და ამ მიმართულებით არაერთი ინოვაციური პროექტისა თუ ინიციატივის ავტორია. კოლაბორაციული სახის თანამშრომლობა ხელოვანებს ფართო ასპარეზს უხსნის, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ და ქმნის რესურსებს მნიშვნელოვანი კულტურული პროექტების განსახორციელებლად. თიბისის სახელოვნებო კოლექცია წლების მანძილზე შეგროვდა და თავს უყრის, როგორც საერთაშორისო ხელოვანების ნამუშევრებს, ასევე, თანამედროვე ქართველი არტისტების შემოქმედებას. გამოფენაში მონაწილეობენ: ქეთი კაპანაძე, ქეთუთა ალექსი-მესხიშვილი, ანა ქე, დავით მესხი, გვანცა ჯიშკარიანი და ნატა სოფრომაძე. გამოფენა ცდილობს მაქსიმალურად მოიცვას დღევანდელი აქტუალური ხელოვნების მიმდინარეობების ფართო არეალი. თიბისი კონცეპტის მიზანია შეიქმნას სივრცე, რომელიც ღია იქნება ყველასთვის: დამწყები ხელოვანებისთვის, პროფესიონალებისთვის და ამ თემებით დაინტერესებული ადამიანებისათვის. თიბისი კონცეპტის სივრცეში არსებული სამი სხვადასხვა ფორმატის საგამოფენო სივრცე ისტორიული მემკვიდრეობის ლოგიკური გაგრძელებაა და ხელს უწყობს თანამედროვე სახელოვნებო სცენის პოპულარიზაციას. გამოფენასთან ერთად, თიბისი კონცეპტის სივრცე ხშირად მასპინძლობს მულტიდისციპლინარულ საგანმანათლებლო ფორუმებს და დისკუსიებს, რაც ხელს უწყობს თანამედროვე ხელოვნებაში შემეცნებითი დიალოგის დანერგვას და ახალი კავშირების დამყარებას, ხელოვანებს გზას უხსნის ახალი შესაძლებლობებისკენ, ხოლო საზოგადოებას ახალი აღმოჩენებისკენ უბიძგებს“ , - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
კრემლმა შესთავაზა შეერთებულ შტატებს ევროპის გავლენის სფეროებად დაყოფა, როგორც ეს ცივი ომის დროს იყო
მიტროპოლიტ იობის გინების გამო, შსს-მ ლაშა ნაცვლიშვილის მიმართ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო
საბა ლაზიშვილმა ამერიკულ ორგანიზაცია RAF-ში სადებიუტო ბრძოლა მოიგო
ორბანის წინააღმდეგ გამოძიების ფარგლებში, თითქმის 20 მილიონი დოლარის ფარული ფონდი აღმოაჩინეს
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



