|
2021-05-18 19:47:49, 779 ნახვა
საზოგადოება
მერაბ კოსტავას შრიფტს „ჯეპრა“ და კალიგრაფი დავით მაისურაძე შექმნიან
ხელნაწერი შრიფტი მერაბ კოსტავას იუბილესთან დაკავშირებით შეიქმნება. ამა წლის 26 მაისს, საქართველოს ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის გამორჩეული ლიდერის, პოეტის და საზოგადო მოღვაწის დაბადებიდან 82-ე წელი სრულდება. 26 მაისს აღინიშნება ასევე პირველი რესპუბლიკის მიერ გამოცხადებული დამოუკიდებლობის დღე. მერაბ კოსტავას სახელთან ასოცირდება ეროვნული მოძრაობის დიდი იდეა, რომელმაც მოუტანა საქართველოს დამოუკიდებლობა.
მერაბ კოსტავას შრიფტის შესაქმნელად ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნულ არქივში დაცული მისი ხელნაწერი ლექსები აღმოჩნდა, სწორედ ამ ხელნაწერის მიხედვით შექმნა დავით მაისურაძემ შრიფტი, რომელიც ნათლად გამოხატავს მერაბის პოეტურ ბუნებას. „ხელნაწერის მიხედვით აღდგენილი შრიფტის უკან ყოველთვის პიროვნება დგას თავისი ბიოგრაფიითა და ხასიათით. თუ ეს ბმა პიროვნებასა და შრიფტს შორის გაწყდა, მივიღებთ ერთ ჩვეულებრივ, უშინაარსო შრიფტს. მერაბ კოსტავას ხელნაწერი შრიფტი ძალიან ორიგინალური, ყველა სხვა შრიფტისაგან გამორჩეული, ნათელი და მკაფიო გამოვიდა. პირველი, რაც ამ შრიფტის შეხედვისას მომდის თავში, არის ის, რომ ეს ხელნაწერი მუსიკალური, პოეტური და შეიძლება ოდნავ ბავშვურიც არის. ეს ყველაფერი – მუსიკალურობაც, ბავშვური სისუფთავეც და სიცხადეც – ვფიქრობ, ზუსტად ახასიათებს მის პიროვნებასაც.“-განაცხადა კალიგრაფმა დავით მაისურაძემ.
„ჯეპრას“ და დავით მაისურაძის თანამშრომლობით შექმნილი ეს უკვე მეოთხე შრიფტი იქნება. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის პროექტის ფარგლებში გაციფრულდა ნიკო ნიკოლაძის და იაკობ გოგებაშვილის ხელნაწერები, სულ ცოტა ხნის წინ კი შეიქმნა ზვიად გამსახურდიას შრიფტი. „დიდი სიხარულით წარვადგენთ ამჯერად მერაბ კოსტავას შრიფტს. მერაბ კოსტავა არის მაგალითი, თუ როგორ უნდა უყვარდეს საქართველოს ყველა მოქალაქეს თავისი სამშობლო და როგორ უნდა იბრძოდეს მისი ეროვნული ინტერესებისთვის. ჩვენი იდეა შევქმნათ ქართველ საზოგადო მოღვაწეთა ხელნაწერი შრიფტების ერთგვარი გალერეა ნელ-ნელა ფრთებს ისხამს.“ - განაცხადა ჯეპრას სპეციალური პროგრამების მენეჯერმა რუსუდან უსტიაშვილმა. მერაბ კოსტავას ხელნაწერების მოწოდებისთვის ჯეპრა მადლობას უხდის საქართველოს ეროვნულ არქივსა და თბილისის მუზეუმების გაერთიანებას.
ჯეპრა / 18.06.2021
კრემლმა შესთავაზა შეერთებულ შტატებს ევროპის გავლენის სფეროებად დაყოფა, როგორც ეს ცივი ომის დროს იყო
მიტროპოლიტ იობის გინების გამო, შსს-მ ლაშა ნაცვლიშვილის მიმართ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო
საბა ლაზიშვილმა ამერიკულ ორგანიზაცია RAF-ში სადებიუტო ბრძოლა მოიგო
ორბანის წინააღმდეგ გამოძიების ფარგლებში, თითქმის 20 მილიონი დოლარის ფარული ფონდი აღმოაჩინეს
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



