|
2021-05-18 12:52:43, 899 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი ხმალაძე: ბოლო წლებში დედაქალაქის მერიამ განაშენიანების გეგმარების ახალი სტანდარტები დაამკვიდრა
დედაქალაქის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში თბილისის მუნიციპალიტეტმა განაშენიანების გეგმარების მიმართულებით ახალი, მნიშვნელოვანი სტანდარტები დაადგინა. ამის შესახებ მან დედაქალაქის ურბანული განვითარების პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული პროექტებისა და ღონისძიებების ანგარიშის პრეზენტაციაზე ისაუბრა, რომელიც თბილისის მერმა, კახა კალაძემ გამართა. ვიცე-მერის თქმით, პრაქტიკაში მუშავდება ისეთი სტანდარტები, როგორიც არის ტრანსპორტის კვლევა, დენდროლოგიური პროექტის შედგენა და საინჟინრო ქსელების დაგეგმარება. „ჩვენს მიერ გატარებული რეფორმებისა და ცვლილებების შედეგად, განაშენიანების გეგმარების ეტაპზე გვაქვს გარკვეული სიახლეები, რომელსაც უკვე ბოლო რამდენიმე ორი-სამი წლის განმავლობაში, პრაქტიკაში ვამუშავებთ. მათ შორის, არის ტრანსპორტის კვლევა. კერძოდ, ეს ითვალისწინებს განაშენიანების შედეგად გავლენებს სატრანსპორტო ნაკადებზე და პირიქით, თუ რამდენად ხელმისაწვდომია ტრანსპორტი იქ დასახლებული მოსახლეობისთვის. დენდროლოგიური პროექტის შედგენა და მომზადება - ეს არის ეტაპი, როდესაც მშენებლობის ნებართვის გაცემამდე ხდება დეტალური დენდროლოგიური პროექტის მომზადება. შემდეგ უკვე ამის შესრულებას ითხოვს თბილისის მუნიციპალიტეტი. ამასთან, დამეთანხმებით, რომ თითოეული დასახლებისთვის მნიშვნელოვანია საინჟინრო ქსელი და საკომუნიკაციო ნაგებობები. შესაბამისად, მშენებლობის და გეგმარების შესახებ გადაწყვეტილებებს ვიღებთ მას შემდეგ, რაც ეს ყველაფერი შეთანხმებულია საკომუნიკაციო სერვისების გამწევ კომპანიებთან და მათი მხრიდან არის დადასტურებული ტექნიკური შესაძლებლობა და მზაობა აღნიშნული სერვისების გაწევასთან დაკავშრებით“, - აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ისიც, რომ განაშენიანების გეგმარების მიმართულებით, დამკვიდრდა ტროტუარების სტანდარტი, შეიქმნა ისტორიული საბჭო და სამშენებლო კოეფიციენტები შეიზღუდა. „ჩვენ დავამკვიდრეთ ტროტუარების სტანდარტი. ასევე, მნიშვნელოვნად გააქტიურდა ისტორიული საბჭო. ქალაქის ისტორიულ არეალში არცერთი მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან რეაბილიტაციის ნებართვის გაცემა, ფასადის მოპირკეთებაც კი არ ხდება აღნიშნულ საბჭოსთან შეთანხმების გარეშე. ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩვენ დავასრულეთ მავნე პრაქტიკა - სამშენებლო კოეფიციენტების გადამეტება. ის, რაც დღეს ქალაქში მცხოვრებთ არ მოსწონთ, არის სწორედ ამ პრაქტიკის შედეგი“, - განაცხადა თბილისის ვიცე-მერმა.
კრემლმა შესთავაზა შეერთებულ შტატებს ევროპის გავლენის სფეროებად დაყოფა, როგორც ეს ცივი ომის დროს იყო
მიტროპოლიტ იობის გინების გამო, შსს-მ ლაშა ნაცვლიშვილის მიმართ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო
საბა ლაზიშვილმა ამერიკულ ორგანიზაცია RAF-ში სადებიუტო ბრძოლა მოიგო
ორბანის წინააღმდეგ გამოძიების ფარგლებში, თითქმის 20 მილიონი დოლარის ფარული ფონდი აღმოაჩინეს
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



