02:47 - 13 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-18 12:15:15, 645 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძის განცხადებით, საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით ყველა პრინციპული საკითხი შეთანხმებულია

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით ყველა პრინციპული საკითხი შეთანხმებულია.

როგორც მან აღნიშნა, არსებული პროექტი დასკვნისთვის ვენეციის კომისიაში გაიგზავნება.

„ეს არის ფუნდამენტური საარჩევნო ცვლილებები, რომლებიც საბაბსაც კი არ დატოვებს იმისათვის, რომ ვინმემ ისაუბროს რაიმე ტიპის მანიპულაციაზე, ამის ნიშნებზე და სხვა. ფუნდამენტურად იცვლება საარჩევნო რეგულაციები, ამაში იგულისხმება მუნიციპალური საარჩევნო სისტემის ცვლილება, იგულისხმება საარჩევნო ადმინისტრაციის შემადგენლობის ცვლილება, მნიშვნელოვნად იზრდება ოპოზიციის წარმომადგენლობა საარჩევნო კომისიებაში, შემოღებული იქნება 100- მეტრიანი რადიუსი, უბნების მინიმუმ 10% გადაითვლება და ა.შ. ეს არის ის ფუნდამენტური ცვლილებები, რომლებიც მოიტანს წინსვლას არჩევნების და საარჩევნო პროცედურების დახვეწის კუთხით.

ჩვენი პოზიცია მდგომარეობს იმაში, რომ უნდა ვიმოქმედოთ არსებული შემადგენლობიდან გამომდინარე, თუმცა ხდება ბუნებრივია მისი განახლება, საარჩევნო ადმინისტრაციაში 17-დან მინიმუმ 10 ახალი წევრი იქნება. ყველა პრინციპული საკითხი არის შეთანხმებული და ჩვენ გვსურს, რომ უკვე არსებული პროექტი დასკვნისთვის ვენეციის კომისიაში გავაგზავნოთ. შეიძლება რაიმე დეტალები არის დასაზუსტებელი, მაგრამ ყველა პრინციპული საკითხი არის შეთანხმებული. ჩვენ გვსურს, რომ უკვე არსებული პროექტი გავაგზავნოთ დასკვნისთვის ვენეციის კომისიაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მსურს კუბასთან საქმეების მოგვარება - ტრამპმა სამხედრო ძალის გამოყენება დაუშვა
ტრამპმა სენატს მოუწოდა, დაუყოვნებლივ დაამტკიცოს პენტაგონისთვის დამატებით 350 მილიარდი დოლარის გამოყოფა
იენსენ ჰუანგის სკანდალის გამო, Nvidia-ს აქციებმა საბაზრო კაპიტალიზაცია 515 მილიარდი დოლარი დაკარგა
5-5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს 2 სპეცრაზმელს დემონსტრანტ მაისაშვილზე ძალადობის საქმეზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics