|
2021-05-18 10:34:16, 432 ნახვა
საზოგადოება
მადრიდის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე საქართველო პარტნიორი ქვეყნის სტატუსით წარსდგება
19-23 მაისს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ესპანეთში, მადრიდის „FITUR“ -ში მიიღებს მონაწილეობას. კოვიდ პანდემიის და ინდუსტრიაში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, საქართველომ უნიკალური შესაძლებლობა მიიღო FITUR-ის ფარგლებში მარკეტინგული კამპანია განახორციელოს. კამპანია გულისხმობს გამოფენის პლატფორმის საშუალებით, როგორც ონლაინ, ასევე საგამოფენო სივრცის ბრენდირებას. ყველა კომუნიკაციაში საქართველოს ტურისტული შესაძლელობები წარმოდგენილი იქნება ბანერების, ვიდეოების, სხვადასხვა ღონისძიებების, პრეზენტაციებისა და საინფორმაციო არხების საშუალებით. საქართველო საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე საპრეზენტაციო სტენდით იქნება წარდგენილი. საქართველოს სპეციალური სივრცე საშუალებას მისცემს საერთაშორისო ტურ-ოპერატორებს, კომპანიებს, მედიის წარმომადგენლებს მეტი ინფორმაცია მიიღონ საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ. გამოფენას ესპანეთის მეფე-დედოფალი გახსნის. საერთაშორისო ტურისტული გამოფენის ოფიციალური დახვედრის ცერემონიალი ქართული ფოლკლორით გაფორმდება. გამოფენის მთავარ ვიდეოეკრანზე ვიზიტორებს საშუალება ექნებათ საქართველოს შესახებ ვიდეო რგოლები იხილონ, გაეცნონ საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს. საქართველოს ტურისტული პოტენციალის ამსახველი ბანერებით იქნება შეფუთული საერთაშორისო გამოფენის შესასვლელი და მოსასვენებელი ადგილები. საინფორმაციო ბანერები განთავსდება ყველა საფეხმავლო ბილიკზე. საქართველო უზრუნველყოფს საერთაშორისო ტურისტული გამოფენის ინტერნეტ მხარდაჭერასაც. საქართველო მონაწილეობს ონლაინ გამოფენაშიც, რომელიც „FITUR“-ის ფარგლებში, 5 მაისიდან 4 ივნისის ჩათვლით იმართება. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო მასშტაბურ ღონისძიებაში აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტთან, იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციასთან და ტურისტულ კომპანიებთან ერთად მიიღებს მონაწილეობას. მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ გამოფენაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ინსტაგრამის, ფეისბუქის, ლინკდინისა და ტვიტერის გამოყენებით სოციალურ მედია კამპანიას მოაწყობს. საქართველოს შესახებ ონლაინ რეჟიმში გაიმართება პრეზენტაცია, რაც გამოფენის მსვლელობისას სოციალური ქსელებითა და მედია პლატფორმებით გავრცელდება. მადრიდის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე 2020 წელს 165 ქვეყანა და 11 050 მონაწილე კომპანია იყო წარმოდგენილი. გამოფენას 111 089 ვიზიტორი ეწვია. გამოფენას საერთაშორისო მედიის 7,500-ზე მეტი ჟურნალისტი აშუქებდა.
კრემლმა შესთავაზა შეერთებულ შტატებს ევროპის გავლენის სფეროებად დაყოფა, როგორც ეს ცივი ომის დროს იყო
მიტროპოლიტ იობის გინების გამო, შსს-მ ლაშა ნაცვლიშვილის მიმართ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო
საბა ლაზიშვილმა ამერიკულ ორგანიზაცია RAF-ში სადებიუტო ბრძოლა მოიგო
ორბანის წინააღმდეგ გამოძიების ფარგლებში, თითქმის 20 მილიონი დოლარის ფარული ფონდი აღმოაჩინეს
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



