08:24 - 15 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-18 10:31:41, 411 ნახვა

საზოგადოება
მსჯავრდებულები სახელმწიფო პროფესიული კოლეჯების მიერ გადამზადდებიან

კიდევ ერთი ახალი პროექტი მსჯავრდებულთა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციისათვის - №5, №14 და №16 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი პატიმრები სახელმწიფო პროფესიული კოლეჯების ხელშეწყობით  გადამზადდებიან. პროექტის ფარგლებში 70-ზე მეტი მსჯავრდებული ორი თვის განმავლობაში  ინფორმაციული წიგნიერების, კომუნიკაციისა და მართვის მოწმობის კურსის თეორიულ ნაწილს გაივლის.

№16 პენიტენციურ დაწესებულებაში მიმდინარე სასწავლო პროცესს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბუბა ლომუაშვილი და  განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი გაეცნენ. მინისტრის მოადგილეები სწავლების მონაწილეებს გაესაუბრნენ და პატიმრების მიერ დამზადებული ტყავისა და ხის ნივთები, აგრეთვე სამკერვალოში დამზადებული სხვა ნამუშევრები დაათვალიერეს.

პატიმართა გადამზადების პროექტი მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთობლივი თანამშრომლობით ხორციელდება. პროცესში მონაწილეობენ კოლეჯი „იბერია", „იკაროსი ", „მოდუსი " და ,,გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი." №16 დაწესებულებაში არსებული სასწავლო ოთახები, კი სპეციალური პენიტენციური  სამსახურის ხელშეწყობითა და დახმარებით, მოეწყო და აღიჭურვა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კრემლმა შესთავაზა შეერთებულ შტატებს ევროპის გავლენის სფეროებად დაყოფა, როგორც ეს ცივი ომის დროს იყო
მიტროპოლიტ იობის გინების გამო, შსს-მ ლაშა ნაცვლიშვილის მიმართ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო
საბა ლაზიშვილმა ამერიკულ ორგანიზაცია RAF-ში სადებიუტო ბრძოლა მოიგო
ორბანის წინააღმდეგ გამოძიების ფარგლებში, თითქმის 20 მილიონი დოლარის ფარული ფონდი აღმოაჩინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics