|
2021-05-17 11:19:18, 618 ნახვა
კომენტარი
კახა ოქრიაშვილი გმობს დმანისში მომხდარ ძალადობას და სამართალდამცველებს დანაშაულის გამოძიებისკენ მოუწოდებს
პარტიის „პროგრესი და თავისუფლება“ ლიდერი, კახა ოქრიაშვილი 16 მაისს, დმანისში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. ოქრიაშვილი გმობს ნებისმიერი ტიპის ძალადობას და სამართალდამცველებს დანაშაულის უსრაფესად გამოძიებისკენ მოუწოდებს. „მსურს, გამოვეხმაურო 16 მაისს, ქალაქ დმანისში განვითარებულ მოვლენებს. სამწუხაროდ, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე დაწყებული ინციდენტი, მოგვიანებით სერიოზულ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რამაც ზოგიერთ მხარეს ინტერპრეტირების საშუალება მისცა. პირველ რიგში, ყველას მოვუწოდებ, თავი შეიკავოს ამ ყოფითი კონფლიქტის სხვა ჭრილში წარმოჩენისა და მკვეთრი განცხადებებისაგან. ვგმობ ნებისმიერი ტიპის ძალადობას და ასევე, მოვუწოდებ ჩვენს სამართალდამცავ და საგამოძიებო სტრუქტურებს, უსწრაფესად გამოიძიონ დანაშაული და კანონის წინაშე პასუხი აგოს ყველა მოძალადემ“, - განაცხადა კახა ოქრიაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)