|
2021-05-17 11:16:28, 789 ნახვა
კომენტარი
ირაკლი ღარიბაშვილი - ბევრი ჩივილი გვესმის, რომ ე.წ კომენდატის საათი არის შემაწუხებელი, ვიმსჯელებთ ამაზე
ბევრი ჩივილი გვესმის ე.წ კომენდატის საათთან დაკავშირებით და ამის თაობაზე ვიმსჯელებთ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გაიმართება საკოორდინაციო საბჭო და გადაწყვეტილება რეკომენდაციების გათვალისწინებით იქნება მიღებული. „ჩვენ მთავრობის სხდომის შემდეგ გვექნება საკოორდინაციო საბჭოს სხდომა. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით სიტუაციას, სამინისტროს სისტემა ეფექტურად მართავს მდგომარეობას, თუმცა გადავხედავთ, მოგეხსენებათ, რომ ზაფხულის დადგომასთან ერთად ტურისტების ნაკადიც იზრდება ქვეყანაში, ეს მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ადეკვატურად ვუპასუხოთ ტურისტების შემოდინებას საქართველოში, ბერი გვესმის ჩივილი იმასთან დაკავშრებით, რომ კომენდატის საათი არის შემაწუხებელი, ამის თაობაზე ვიმსჯელებთ, მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას, იმისდა მიხედვით, თუ როგორი რეკომენდაციები იქნება ჯანდაცვის სამინისტროდან“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)