|
2021-05-16 16:50:28, 617 ნახვა
პოლიტიკა
ლევან ვასაძე პრეზიდენტს - ქალბატონო სალომე, თქვენი არაერთი საქციელით საქართველოს ღირსებას არცხვენთ, ხომ არ ჯობია გადადგეთ?
ქალბატონო სალომე, თქვენი არაერთი საქციელით საქართველოს ღირსებას არცხვენთ, ხომ არ ჯობია გადადგეთ? , - ასე მიმართა, საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, მოძრაობა "ერთობა, რაობა, იმედის" დამფუძნებელმა ლევან ვასაძემ. როგორც მან მხარდამჭერებთან შეხვედრისას აღნიშნა, პრეზიდენტი თავისი პოლიტიკით ქვეყანას არცხვენს. „ვსარგებლობ ამ მომენტით და ვართ რა ამ მშვენიერ ბაღში, რომელიც მდებარეობს პრეზიდენტის რეზიდენციასთან ახლოს, მინდა, აქედან მივმართო საქართველოს პრეზიდენტს, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს და ვუთხრა, ქალბატონო სალომე, ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი ბრძანდებით, ამიტომ, მე, რა თქმა უნდა, ყველანაირი ზრდილობისა და კორექტულობის დაცვით გავაკეთებ თქვენდამი ამ მომართვას - გვესმის, რომ იმ ფორმით, რომლითაც ამჟამად ჩვენს სახელმწიფოში არსებობს საპრეზიდენტო ინსტიტუტი, თქვენ ბევრის არაფრის უფლება გეძლევათ. მაგრამ გვაოცებს, რომ იმ უფლებების ფარგლებში მაინც, რომლებიც თქვენ გაგაჩნიათ, არაერთხელ გადადგით ნაბიჯები, რომლებიც არცხვენს ქართველი ერის ღირსებას და ჩვენს სახელმწიფოს. მე არ ვიცი, თქვენ გაძალებენ ასეთი საშინელი რაღაცების გაკეთებას, როგორიც იქნება კრიმინალების ციხიდან უპრაგონოდ გამოშვება, თუ სხვა გადაწყვეტილებები, რომლებზეც ახლა არ მინდა, ვილაპარაკო, თუ თქვენი ნებით აკეთებთ ამას, მაგრამ მინდა, ერთი რჩევა მოგცეთ, კიდევ ერთხელ, კორექტულობის დაცვით – რადგან საზღვარი არ უჩანს ამ უბედურებას ჩვენს თავს, რადგან ყველაფერს, რასაც გიბრძანებენ, როგორც ჩანს, ასრულებთ, სანამ კიდევ ერთი უბედურება არ დაგმართეს, მაგალითად, არ ჩამოიყვანეს აქ კრიმინალი მიხეილ სააკაშვილი და არ მოგცეს ბრძანება, რომ შეიწყალოთ ის ან მსგავსი სიგიჟე გააკეთოთ, ხომ არ ჯობია, ქალბატონო სალომე, რომ დაანახოთ თქვენს ხალხს, რომ თქვენც გაქვთ ღირსება, რომელსაც ხალხი თქვენგან ელოდება და წინ აღუდგეთ ამათ, ქე მაინც იმით, რომ გადადგეთ ამ დაკავებული თანამდებობიდან და აღარ შეირცხვინოთ ასე თავი თქვენი ქვეყნისა და ერის წინაშე“, - განაცხადა ლევან ვასაძემ. ცნობისთვის, დღეს ლევან ვასაძემ 9 აპრილის პარკში საკუთარ მხარდამჭერებთან შეხვედრა გამართა.
შსს-ს ცენზურის დეპარტამენტის წარმომადგენელი - სასამართლომ არ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილებები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)