08:16 - 15 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-16 13:39:44, 623 ნახვა

საზოგადოება
ილია მეორე - ახალგაზრდებს მიაქციეთ ყურადღება, მათ სჭირდებათ სითბო მშობლებისა

ახალგაზრდებს მიაქციეთ ყურადღება, მათ სჭირდებათ  სითბო მშობლებისა,  - აღნიშნულის შესახებ საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ, სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.

ილია მეორეს თქმით, საზოგადოებას არაფრის უნდა შეეშინდეს, რადგან სიკეთე ბოროტებაზე აუცილებლად გაიმარჯვებს.

„გილოცავთ დღევანდელ დღეს, დღეს არის მენელსაცხებლე დედების დღე. იმ დედებისა, რომელთაც არ შეეშინდათ იმ დროს, როცა ჯვარზე გააკრეს უფალი ჩვენი იესო ქრისტე. მოციქულები დაიფანტნენ და მენელსაცხებლე დედები კი იდგნენ და დასტიროდნენ ჯვარცმულ მაცხოვარს. მათთან ერთად იყო იოანე ღვთისმეტყველი.

დღეს მენელსაცხებლე დედებთან ერთად ვდღესასწაულობთ ნიკოდიმოსის ხსენებას, რომელმაც დაუთმო თავისი საფლავის ადგილი უფალს და ასევე - იოსებისას.

ჩვენ აგრეთვე ვიხსენებთ დღეს თამარ მეფეს; იმდენად დიდი იყო და არის თამარ მეფის ღვაწლი, რომ მენელსაცხებლე დედებს ედრება.

დღეს აგრეთვე არის ხსენება დავით წინასწარმეტყველისა. დავით წინასწარმტყველი გამეფდა 30 წლისა და იმეფა 40 წელი. მან მთელი თავისი ცხოვრება დაუთმო ხალხის სულიერ ამაღლებას.

ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროს, როცა ძლიერდება ცოდვა, მაგრამ, ამავე დროს, ძლიერდება კეთილი საქემე და რწმენა. კეთილი გაიმარჯვებს, არ უნდა შეგეშინდეთ, სიკეთე მუდამ იმარჯვებს.

ჯვარი გეწეროთ. მე ვლოცავ თქვენს ოჯახებს, თქვენს შვილებს; ახალგაზრდებს მიაქციეთ ყურადღება, მათ სჭირდებათ  სითბო მშობლებისა. ჩვენთან არს ღმერთი!“, - ნათქვამია პატრიარქის ქადაგებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კრემლმა შესთავაზა შეერთებულ შტატებს ევროპის გავლენის სფეროებად დაყოფა, როგორც ეს ცივი ომის დროს იყო
მიტროპოლიტ იობის გინების გამო, შსს-მ ლაშა ნაცვლიშვილის მიმართ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო
საბა ლაზიშვილმა ამერიკულ ორგანიზაცია RAF-ში სადებიუტო ბრძოლა მოიგო
ორბანის წინააღმდეგ გამოძიების ფარგლებში, თითქმის 20 მილიონი დოლარის ფარული ფონდი აღმოაჩინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics