|
2021-05-13 19:44:48, 533 ნახვა
კომენტარი
ჯუანშერ ბურჭულაძე: გთხოვთ, ივლისის თვეში, დრონის სატესტო გაფრენაზე დაგვესწროთ
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ, თავდაცვის მინისტრმა დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა. არჩილ თალაკვაძის კითხვაზე, რომელიც უპილოტო საფრენი აპარატების წარმოების განვითარებას ეხებოდა, ჯუანშერ ბურჭულაძემ კიდევ ერთხელ ისაუბრა სსსტც „დელტას“ ბაზაზე, მცირე და დიდი ზომის უპილოტო საფრენი აპარატების ერთობლივი საწარმოს დაარსების შესახებ. მინისტრის ინფორმაციით, მოლაპარაკებები სამხრეთ აფრიკულ და პოლონურ კომპანიებთან მიმდინარეობს: „წელს სავარაუდოდ დავიწყებთ ორი ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების საქართველოში წარმოებას. პოლონურ მხარესთან ავიღეთ ვალდებულება, რომ უახლოეს ოთხ წელიწადში ერთობლივი საწარმოს ფარგლებში მინიმუმ 100 საფრენ აპარატს ვიყიდით. ბუნებრივია, სარგებელიც რაც დარჩება, მასაც გავიყოფთ. ეს იყო ოპტიმალური ვერსია ჩვენთვის და პოლიტიკური გადაწყვეტილებაც მოგვიწონეს პარტნიორებმა“. ჯუანშერ ბურჭულაძემ დეპუტატებსა და საზოგადოებას აცნობა, რომ მიმდინარე წლის ივლისში, ერთობლივი საწარმოს ფარგლებში დრონის სატესტო გაფრენაც განხორციელდება: „ჩვენ მიერ ერთობლივი საწარმოს ფარგლებში დრონის სატესტო გაფრენაზე გთხოვთ, დაგვესწროთ. ეს გახლავთ ძველი, პრაქტიკულად მიტოვებული, 2010 წელს დაწყებული ძველი საწარმო. ჩვენ აღვადგინეთ ეს საწარმო. ხოლო ეს 20 საფრენი აპარატი, რაც გვაქვს, ექსპლუატაციაში შევა“.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)