02:37 - 13 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-13 14:13:23, 743 ნახვა

პოლიტიკა
ჟიგიმანტას პავილიონისი - მე და ნიკა მელია, როგორც კარგი მეგობრები, შევთანხმდით მზიან საქართველოში შეხვედრაზე

ლიეტუვის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიას ტელეფონით ესაუბრა.

ნიკა მელიასთან კომუნიკაციის შესახებ ჟიგიმანტას პავილიონისმა სოციალურ ქსელში დაწერა და აღნიშნა, რომ ზაფხულში, ის გეგმავს ნიკა მელიასთან პირად შეხვედრას.

„ტელეფონით ვესაუბრე საქართველოს ოპოზიციის ლიდერს, ნიკა მელიას, რომელიც ციხიდან გაათავისუფლეს, რომელმაც ლიეტუვას მადლობა გადაუხადა პირადი მხარდაჭერისთვის, ასევე მადლობა გადაუხადა ევროკავშირსა და აშშ-ს მობილიზებისთვის პოზიცია-ოპოზიციურ მოლაპარაკებების პროცესში ჩართულობის გამო, ასევე იმისთვის, რომ თბილისში არსებულ ვითარებზე დასავლეთმა ყურადღება გაამახვილა. ჩვენ შევთანხმდით, რომ ზაფხულში შევხვდეთ ერთმანეთს მზიან საქრთველოში, როგორც კარგი მეგობრები, რომლებსაც უყვართ თავისუფლება და გვჯერა საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების“, - წერს ჟიგიმანტას პავილიონისი.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
მსურს კუბასთან საქმეების მოგვარება - ტრამპმა სამხედრო ძალის გამოყენება დაუშვა
ტრამპმა სენატს მოუწოდა, დაუყოვნებლივ დაამტკიცოს პენტაგონისთვის დამატებით 350 მილიარდი დოლარის გამოყოფა
იენსენ ჰუანგის სკანდალის გამო, Nvidia-ს აქციებმა საბაზრო კაპიტალიზაცია 515 მილიარდი დოლარი დაკარგა
5-5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს 2 სპეცრაზმელს დემონსტრანტ მაისაშვილზე ძალადობის საქმეზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics