|
2021-05-13 12:39:37, 439 ნახვა
საზოგადოება
მუნიციპალურმა ტრანსპორტმა დედაქალაქში მუშაობა განაახლა
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, დედაქალაქში მუნიციპალურმა ტრანსპორტმა მუშაობა განაახლა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე განმარტებით, შეზღუდვა იხსნება დედაქალაქში არსებულ საბაგირო გზებზეც. თბილისის მერმა კიდევ ერთხელ მოუწოდა მოქალაქეებს, ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის, მგზავრობისას პირბადე აუცილებლად გამოიყენონ. „უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, დღეს მუნიციპალურმა ტრანსპორტმა, როგორც ავტობუსებმა, ისე მეტრომ და მიკროავტობუსებმა, მუშაობა განაახლა. გარდა ამისა, კუს ტბისა და რიყე-ნარიყალას საბაგირო გზებზეც იხსნება შეზღუდვა და მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში, 08:00-დან 20:00 საათამდე მოემსახურება. ძირითადი პირობა რაც იყო - პირბადით მგზავრობა, ძალაში რჩება და ეს წესი ყველამ უნდა გავითვალისწინოთ, შევასრულოთ იმისთვის, რომ დავიცვათ ერთმანეთის ჯანმრთელობა და სიცოცხლე“, - აღნიშნა კახა კალაძემ. თბილისის მერის განცხადებით, კვლავ ძალაში რჩება მგზავრობისას დაწესებული შეზღუდვები, რომელიც პირბადით გადაადგილების აუცილებლობას ითვალისწინებს. „რაც შეეხება საზოგადოებრივი ტრანსპორტის უსაფრთხოებას, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, გრძელდება ტრანსპორტის ყოველდღიური დამუშავება სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით. ეს პრევენციული ღონისძიებები მომავალშიც გაგრძელდება და საზოგადოებრივი ტრანსპორტის ყოველდღიური დამუშავება მოხდება შესაბამისი ხსნარებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მიტროპოლიტ იობის გინების გამო, შსს-მ ლაშა ნაცვლიშვილის მიმართ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო
საბა ლაზიშვილმა ამერიკულ ორგანიზაცია RAF-ში სადებიუტო ბრძოლა მოიგო
ორბანის წინააღმდეგ გამოძიების ფარგლებში, თითქმის 20 მილიონი დოლარის ფარული ფონდი აღმოაჩინეს
ზელენსკი - აშშ-მ იკითხა, დატოვებდა თუ არა უკრაინა დონბასს ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში.
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



