|
2021-05-13 12:39:03, 567 ნახვა
საზოგადოება
მუნიციპალურ ქონებაზე გარე რეკლამების განთავსების ნებართვისთვის აუქციონი გამოცხადდება
მუნიციპალურ ქონებაზე გარე რეკლამების განთავსების ნებართვის მისაღებად აუქციონი გამოცხადდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, მუნიციპალიტეტი ამზადებს ახალ პირობებს, რომელიც მომგებიანი და ხელსაყრელი იქნება დედაქალაქის მერიისთვის. „2009 წელს მუნიციპალიტეტს გამოცხადებული ჰქონდა აუქციონი, რომლის შედეგადაც გამოვლინდა გამარჯვებული კომპანია და მან 12 წლის ვადით გარე რეკლამების განთავსებაზე უფლება მოიპოვა. წელს, აღნიშნულ კონტრაქტს ვადა ეწურება და ვიწყებთ მუშაობას ახალი აუქციონის გამოცხადებაზე. ჩვენი გუნდი ამზადებს ახალ პირობებს, რომელიც მომგებიანი და ხელსაყრელია მუნიციპალიტეტისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერმა დაინტერესებულ ბიზნესსუბიექტებს მიმართა, პროცესში ჩაერთონ და მუნიციპალიტეტს თავიანთი მოსაზრებები გაუზიარონ. „მინდა, დაინტერესებულ ბიზნესსექტორს, კომპანიებს მოვუწოდო, ჩაერთონ პროცესში, დაგვიკავშირდით. უშუალოდ ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს შეგიძლიათ მიმართოთ და მონაწილეობა მიიღოთ ამ პროცესში, გაგვიზიაროთ თქვენი მოსაზრებები და დაინტერესების შემთხვევაში, ჩაერთოთ აუქციონში, რომლის გამოცხადებასაც უახლოეს მომავალში ვგეგმავთ“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა. მისივე თქმით, აუქციონი მუნიციპალიტეტისთვის ერთიანი თანხის წინასწარ გადახდის პირობით ჩატარდება.
მიტროპოლიტ იობის გინების გამო, შსს-მ ლაშა ნაცვლიშვილის მიმართ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო
საბა ლაზიშვილმა ამერიკულ ორგანიზაცია RAF-ში სადებიუტო ბრძოლა მოიგო
ორბანის წინააღმდეგ გამოძიების ფარგლებში, თითქმის 20 მილიონი დოლარის ფარული ფონდი აღმოაჩინეს
ზელენსკი - აშშ-მ იკითხა, დატოვებდა თუ არა უკრაინა დონბასს ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში.
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



