|
2021-05-10 18:23:30, 765 ნახვა
კომენტარი
ნიკა მელია - პრაქტიკულად სახურავიდან გადმომაძვრინეს, რომ აურზაური მომხდარიყო
პრაქტიკულად, სახურავიდან გადმომაძვრინეს, რომ ეს აურზაური მომხდარიყო, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ხელისუფლების ბუნება წვრილმან დეტალებში ჩანს. „პირველ რიგში, ძალიან ვწუხვარ, რომ ეს აურზაური მოხდა. არ ვიცი, ემელენტარული საკითხი იყო. იმ პრობლემებთან შედარებით, რაც ქვეყენაში მოსახლეობას აწუხებს, ეს რა მოსატანია. რასაც ახლა ვამბობ, მაგრამ ეშმაკი დეტალებშია. პრაქტიკულად, სახურავიდან გადმომაძვრინეს, რომ ეს აურზაური მომხდარიყო. არ მიიღოს ციხის ადმინისტრაციამ საკუთარ თავზე, მაგრამ როგორც ჩანს, ეს დავალება ჰქონდათ. ბუნება ჩანს ამ ხელისუფლების წვრილმან დეტალშიც კი, რასაც ახლა ამხელა გაუგებრობა მოჰყვა. მინდა გათავისუფლება ვუსურვო ყველა პოლიტპატიმარს და ყველა პატიმარს. ყველა ადამიანს მოსდის შეცდომა, ყველას ვუსურვებ გათავისუფლებას და საკუთარ ოჯახთან ყოფნას. ხაზს ვუსვამ, მიუხედავად იმისა, არიან თუ არა პოლიტიკური პატიმრები“, - განაცხადა ნიკა მელიამ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)