|
2021-05-10 12:47:38, 600 ნახვა
საზოგადოება
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო კოვიდრეგულაციებთან დაკავშირებით ხვალ იმსჯელებს
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო ქვეყანაში არსებულ კოვიდრეგულაციებთან დაკავშირებით ხვალ იმსჯელებს. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის ადმინიტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ქვეყნის მთავრობა კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარების კონტროლს დღემდე სერიოზული შეზღუდვების გარეშე ახერხებს. „ჩვენ ხვალ გვექნება, მორიგი უწყებათაშორისი კომისიის სხდომა, რომელიც კოვიდსა და მასთან ბრძოლას ეხება. დღემდე ჩვენ ვახერხებთ, რომ სერიოზული შეზღუდვების გარეშე ვაკონტროლოთ ვითარება. რა თქმა უნდა, მესამე ტალღაა და მესამე ტალღას უფრო მაღალი დადებითობის მახასიათებელი და უფრო მაღალი დღიური ინფიცირება ახასიათებს, მაგრამ პარალელურად მთავარია მეტი ვაქცინაცია წავახალისოთ. იცით, რომ ამ რამდენიმე ხნის წინ, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ტურიზმის ინდუსტრია ამოიტანა პრიორიტეტებში ვაქცინაციის თვალსაზრისით. დავიწყეთ განაცხადების მიღება. საკმაოდ კარგად დაიწყო პროცესი, აქტიურად ერთვებიან ტურისტული ობიექტები და მე თავადაც, ამ დღეებში, ვგეგმავ ვაქცინაციის ჩატარებას. ხვალ ბევრ საკითხთან დაკავშირებით ვიმსჯელებთ“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
მიტროპოლიტ იობის გინების გამო, შსს-მ ლაშა ნაცვლიშვილის მიმართ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო
საბა ლაზიშვილმა ამერიკულ ორგანიზაცია RAF-ში სადებიუტო ბრძოლა მოიგო
ორბანის წინააღმდეგ გამოძიების ფარგლებში, თითქმის 20 მილიონი დოლარის ფარული ფონდი აღმოაჩინეს
ზელენსკი - აშშ-მ იკითხა, დატოვებდა თუ არა უკრაინა დონბასს ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში.
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



