|
2021-05-09 13:29:32, 760 ნახვა
საზოგადოება
თავდაცვის მინისტრმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო
ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში (კიკვიძის), მელიტონ ქანთარიას ბიუსტი ყვავილებით შეამკეს და მეორე მსოფლიო ომში დაღუპული მეომრების ხსოვნას პატივი მიაგეს. მათ კაცობრიობის ისტორიაში ფაშიზმზე გამარჯვების მნიშვნელობა და ამ ბრძოლაში საქართველოს წვლილი გაიხსენეს. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს ასევე საქართველოს თავდაცვის ძალების ხელმძღვანელმა პირებმა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა. "მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 76 წელი გავიდა. 1941-1945 წლების დიდ სამამულო ომს 300 ათასი ქართველის სიცოცხლე შეეწირა. 1945 წლის 8 მაისს გერმანიის მიერ კაპიტულაციის გამოცხადების შემდეგ მეორე მსოფლიო ომი დასრულდა, 9 მაისი კი, ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა" , - ნათქვამია ინფორმაციაში.
მიტროპოლიტ იობის გინების გამო, შსს-მ ლაშა ნაცვლიშვილის მიმართ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო
საბა ლაზიშვილმა ამერიკულ ორგანიზაცია RAF-ში სადებიუტო ბრძოლა მოიგო
ორბანის წინააღმდეგ გამოძიების ფარგლებში, თითქმის 20 მილიონი დოლარის ფარული ფონდი აღმოაჩინეს
ზელენსკი - აშშ-მ იკითხა, დატოვებდა თუ არა უკრაინა დონბასს ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში.
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



