02:23 - 13 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-09 10:45:02, 572 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - ნიკა მელია ტყუილად ბაქიბუქობდა, რომ გირაოს არ გადაიხდიდა, დაიჭირეს კიდეც და გირაოც კარგად მიიღო

ნიკა მელია ტყუილად ბაქიბუქობდა, რომ გირაოს არ გადაიხდიდა, დაიჭირეს კიდეც და გირაოც კარგად მიიღო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მას გაუგებარი პოლიტიკოსების უნიჭოდ დადგმული სპექტაკლები და შოუ არ აინტერესებს.

„დღეს ქვეყანაში გვაქვს უამრავი პრობლემა, როგორიცაა სიღარიბე, უმუშევრობა, კოვიდპანდემია. არ მაინტერესებს გაუგებარი პოლიტიკოსების უნიჭოდ დადგმული სპექტაკლები და შოუ.

ჩვენ კარგად გვახსოვს, ეს ადამიანი ამბობდა, რომ ვერც დაიჭერდნენ და არც გირაოს გადაიხდიდა. კანონი აღსრულდა და ჩვენ ნებართვას არავის არასდროს შევეკითხებით, რომ კანონი აღსრულდეს და მას ყველა დაემორჩილოს, ეს უნდა დაიმახსოვროს ყველამ.

ამ ქვეყანაში არავინ დგას კანონზე მაღლა, არც დაბლა. არავის შევეკითხებით ნებართვას, მათ შორის არც ამ გაუგებარ ადამიანს, რომელიც ტყუილად ბაქიბუქობდა და ამბობდა, რომ გირაოს არ გადაიხდიდა. აღმოჩნდა, რომ დაიჭირეს კიდეც და გირაოც ძალიან კარგად მიიღო “, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირმა ნიკა მელიას გირაოს თანხა გადაიხადა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მსურს კუბასთან საქმეების მოგვარება - ტრამპმა სამხედრო ძალის გამოყენება დაუშვა
ტრამპმა სენატს მოუწოდა, დაუყოვნებლივ დაამტკიცოს პენტაგონისთვის დამატებით 350 მილიარდი დოლარის გამოყოფა
იენსენ ჰუანგის სკანდალის გამო, Nvidia-ს აქციებმა საბაზრო კაპიტალიზაცია 515 მილიარდი დოლარი დაკარგა
5-5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს 2 სპეცრაზმელს დემონსტრანტ მაისაშვილზე ძალადობის საქმეზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics