|
2021-05-08 18:14:42, 1115 ნახვა
კომენტარი
გიორგი ვაშაძე - იმედი მაქვს, როდესაც ნიკა მელია გათავისუფლდება, ოპოზიციაზე თავდასხმები შეწყდება
„იმედი მაქვს, როდესაც ნიკა მელია გათავისუფლდება, ოპოზიციაზე თავდასხმები შეწყდება“, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა. მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მალე ჩაერთვება შარლ მიშელის დოკუმენტის რეალიზების პროცესში. „მგონი ამდენი გაუთავებელი ძიძგილაობა საკითხებზე, რომელიც ყველასთვის ნათელი და გასაგებია, აღარ ღირს. ბევრი რამ ითქვა ამ ორი კვირის მანძილზე, ბევრი რამ უსამართლო, ბევრი რამ შეურაცხმყოფელი, მაგრამ ახლა მოვიდა დრო, ყველამ კონცენტრაცია გააკეთოს საქმის კეთებაზე. იმედი მაქვს, ნიკა მელია როგორც კი გათავისუფლდება საპატიმრო დაწესებულებიდან, ასეთი ტიპის თავდასხმები იმ ადამიანებზე, ვინც ხელი მოაწერა შარლ მიშელის დოკუმენტს შეწყდება და „ნაციონალური მოძრაობა“ ჩაერთვება დოკუმენტის რეალიზების პროცესში“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)