02:13 - 13 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-06 14:34:54, 708 ნახვა

პოლიტიკა
„ერთობა, რაობა, იმედი“ - ლევან ვასაძე პოლიტიკაში მიდის

ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ პოლიტიკაში მოსვლის გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც მან „თბილისი მარიოტში“ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ის საზოგადოებრივ მოძრაობას - „ერთობა, რაობა, იმედი“ აფუძნებს.

„მივიღე ჩემთვის პირად ჭრილში ძალიან მძიმე გადაწყვეტილება, რომ საბოლოოდ დავემშვიდობო ჩემთვის საყვარელ, კერძო პირის მდგომარეობას და გადავდგა ნაბიჯი, შემოვიდე და მივიღო მონაწილეობა ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში.  გადაწყვეტილების ძირითადი მიზეზი გახდა ის ფაქტი, რომ ქვეყანაში შესულია პერმანენტული კრიზისის პირობებში როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური, კულტურული, სოციალური, იდეოლოგიური თვალსაზრისით. მე ვეცდები, ჩემს დღევანდელ განცხადებაში მოგახსენოთ ჩემი შეხედულებები, თუ რატომ ვართ ასე, როგორც ვართ და გაგიზიაროთ ჩემი მოკრძალებული შეხედულებები, რა უნდა გაკეთდეს, რათა ჩვენი ზღაპრული ქვეყანა აღარ იყოს ამ მდგომარეობაში“, - განაცხადა ლევან ვასაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა სენატს მოუწოდა, დაუყოვნებლივ დაამტკიცოს პენტაგონისთვის დამატებით 350 მილიარდი დოლარის გამოყოფა
იენსენ ჰუანგის სკანდალის გამო, Nvidia-ს აქციებმა საბაზრო კაპიტალიზაცია 515 მილიარდი დოლარი დაკარგა
5-5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს 2 სპეცრაზმელს დემონსტრანტ მაისაშვილზე ძალადობის საქმეზე
აბუ დაბის პოლიციამ მერაბ დვალიშვილი და მოჭიდავე საბა ლაზაშვილიც დააკავა, რომებიც ჩასაფრების მსხვერპლები გახდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics