02:13 - 13 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-05 13:00:15, 637 ნახვა

პოლიტიკა
იაგო ხვიჩია - პირველად მესმის ასეთი ტიპის ამნისტია, სადაც ბრალდებულის ნებაზეა, დანაშაული დეკრიმინალიზდება თუ არა

პირველად მესმის ასეთი ტიპის ამნისტია, სადაც ბრალდებულის ნებაზეა დამოკიდებული, დანაშაული დეკრიმინალიზდება თუ არა, - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, გადაწყვეტილების მიღებამდე ხელისუფლებისა და ოპოზიციის არგუმენტაცია უნდა მოისმინოს.

„პირველად მესმის ასეთი ტიპის ამნისტია, სადაც ბრალდებულის ნებაზეა დამოკიდებული, დანაშაული დეკრიმინალიზდება თუ არა. ამიტომ, კარგად უნდა მოვისმინო ეს პროცესი, ხელისუფლებისა და ოპოზიციის მთელი არგუმენტაცია, რომ რაღაც გადაწყვეტილება მივიღო. იმის მიუხედავად, ვის რა უნდა, ციხეში არ უნდა ჩავტოვოთ არავინ, ეს არის შეთანხმების სულისკვეთება. ამაზე შევთანხმდით ჩვენ შარლ მიშელთან. კონტრაქტი ჩვენთვის წმინდაა და მისი შინაარსი ზუსტად გვინდა შევასრულოთ“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული ამნისტიის კანონპროექტი, 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ყველა იმ პირის სისხისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა და უარს არ აცხადებს მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა სენატს მოუწოდა, დაუყოვნებლივ დაამტკიცოს პენტაგონისთვის დამატებით 350 მილიარდი დოლარის გამოყოფა
იენსენ ჰუანგის სკანდალის გამო, Nvidia-ს აქციებმა საბაზრო კაპიტალიზაცია 515 მილიარდი დოლარი დაკარგა
5-5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს 2 სპეცრაზმელს დემონსტრანტ მაისაშვილზე ძალადობის საქმეზე
აბუ დაბის პოლიციამ მერაბ დვალიშვილი და მოჭიდავე საბა ლაზაშვილიც დააკავა, რომებიც ჩასაფრების მსხვერპლები გახდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics