02:13 - 13 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-05 09:04:52, 685 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვევა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი დღეს, 5 მაისს ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვევა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ოფიციალური ვიზიტის პირველი შეხვედრა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან გაიმართება.

ილჰამ ალიევი ირაკლი ღარიბაშვილს „ზაგულბას“ სასახლეში უმასპინძლებს.

მათივე ცნობით, დაგეგმილია საქართველოს მთავრობის მეთაურის შეხვედრა აზერბაიჯანელ კოლეგასთან, ალი ასადოვთან.

ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი შეხვედრას გამართავს აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილიმეჯლისის თავმჯდომარესთან, საჰიბა გაფაროვასთან.

ოფიციალურ დელეგაციაში პრემიერ-მინისტრთან ერთად ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი იმყოფება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა სენატს მოუწოდა, დაუყოვნებლივ დაამტკიცოს პენტაგონისთვის დამატებით 350 მილიარდი დოლარის გამოყოფა
იენსენ ჰუანგის სკანდალის გამო, Nvidia-ს აქციებმა საბაზრო კაპიტალიზაცია 515 მილიარდი დოლარი დაკარგა
5-5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს 2 სპეცრაზმელს დემონსტრანტ მაისაშვილზე ძალადობის საქმეზე
აბუ დაბის პოლიციამ მერაბ დვალიშვილი და მოჭიდავე საბა ლაზაშვილიც დააკავა, რომებიც ჩასაფრების მსხვერპლები გახდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics