13:01 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-04 16:39:26, 746 ნახვა

პოლიტიკა
სოზარ სუბარი - ოპოზიციისთვის გასული 4 წელი და გასული 6 თვეც უქმე დღეები იყო

გასული 4 წელი და გასული 6 თვეც ოპოზიციისთვის სულ უქმე დღეები იყო, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა, რითაც უქმე დღეების განმავლობაში საპარლამენტო საქმიანობის შეჩერების შესახებ ოპოზიციის მიერ გაკეთებულ კომენტარებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ოპოზიციის ნაწილი, რომლებიც პარლამენტში შევიდნენ არ მუშაობენ და მხოლოდ განცხადებებს აკეთებენ.

„ბიურო რომ დღეს ჩაინიშნოს, რადგანაც პარლამენტის სხდომები გადავდეთ და ჩვენ ვაკეთებთ ამას, რასაც მოვუწოდებთ მთელ ქვეყანას და ჩვენ უნდა ვიყოთ მაგალითის მიმცემები, სესიაზე განხილვა ამნისტიის კანონპროექტის მაინც დაიწყება მაშინ, როცა პარლამენტი დაიწყებს მუშაობას.

ბიურო როდის ჩაინიშნება ამას არ აქვს არანიარი მნიშვნელობა ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ეს არის მართლა არაფრის გამო ატეხილი ხმაური, სალაპარაკო რომ აღარაფერი დარჩა ზოგიერთ ოპოზიციონერს, ცდილობენ რაღაც თემა გამოძებნონ.

გასული 4 წელი ოპოზიციისთვის იყო სულ უქმე დღეები და გასული 6 თვეც სულ უქმე იყო, დარწმუნებული იყავით, 2- ჯერ შემოვლენ პარლამენტში და ისევ სულ უქმე დღეები დაიწყება ამათთვის. არ დადიან, არ მუშაობენ, განცხადებების მეტი არაფერი უნდათ და ეს განცხადებებიც დერეფანს ვერ გასცდნენ ძირითადად. მათ ჭკუაზე რომ გაგვევლო, შეწყვეტილი ექნებოდათ მანდატებიც და საერთოდ ვერ შემოვიდოდნენ პარლამენტში, შემოვიდნენ და მადლობასაც არ იხდიან, რომ ასეთი ბედნიერები არიან“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოში სოფლის ოჯახების რაოდენობა ათი წლის განმავლობაში ერთი მეოთხედით შემცირდა
ჯგუფური ძალადობა გარდაბანში - ორმა პირმა თანასოფლელი სცემა
რეჟიმმა Facebook-ზე პოსტის გამო ჟურნალისტ ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობა მიუსაჯა
ირაკლი კობახიძე სინგაპურის პრემიერ-მინისტრს, ლოურენს ვონგს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics