|
2021-04-29 15:38:23, 1937 ნახვა
ომი უკრაინაში
თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, როდესაც ქვეყანაში მოსახლეობის 2%-ია აცრილი, შეზღუდვები ვერ შემსუბუქდება
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, როდესაც ქვეყანაში მოსახლეობის 2%-ია აცრილი, შეზღუდვები ვერ შემსუბუქდება. მისივე თქმით, შეზღუდვების მოხსნაზე მაშინ დაიწყება საუბარი, როდესაც მოსახლეობის 30%-მდე იქნება ვაქცინირებული და პირბადის ტარების მაჩვენებელი 90--95%-მდე ავა. „ისრაელის მაგალითს თუ გავიმეორებთ ვაქცინაციის რაოდენობით და მასობრიობით, ასე გავიმეორებთ მის შეზღუდვების შემცირებასაც. 2% გვყავს მარტო აცრილი მოსახლეობის და ეს ვერანაირ შეზღუდვას ვერ შეამცირებს. როდესაც 30%-მდე მაინც ავალთ, მერე უნდა ვილაპარაკოთ, ყველანაირი შეზღუდვები ალბათ მოიხსნება, ყველაზე ბოლოს კომენდატის საათი დარჩება და ისიც შემსუბუქდება, დაპატარავდება მისი ინტერვალი, თუ იქნება ვაქცინაცია და თუ, პირბადეების ტარება იქნება 90-95% და თუ იქნა ეს პროცენტი და იქნა ვაქცინაცია მასიური და მთავრობამ მაინც არ მოხსნა შეზღუდვები, მერე შეიძლება მთავრობისთვის პრეტენზიების წაყენება“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)