|
2021-04-28 16:21:11, 453 ნახვა
საზოგადოება
ეკატერინე ტიკარაძე: მორატორიუმის საშუალებით, მოსახლეობის ყველაზე მოწყვლად ნაწილს სოციალური დახმარება უპირობოდ შეუნარჩუნდა
„მიზნობრივ სოციალურ დახმარებასთან დაკავშირებით გამოცხადებული მორატორიუმი გაგრძელდება“, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. მინისტრის განმარტებით, მორატორიუმის საშუალებით, მოსახლეობის ყველაზე მოწყვლად ნაწილს უპირობოდ შეუნარჩუნდა სოციალური დახმარება. „რაც შეეხება სოციალურ საკითხებს, უპირველეს ყოვლისა მინდა გამოვყო ის მნიშვნელოვანი საქმიანობა, რომელიც სამინისტრომ ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში განახორციელა. მოგეხსენებათ, რომ მიზნობრივ სოციალურ დახმარებასთან დაკავშირებით გამოცხადებული მორატორიუმი გაგრძელდება. მორატორიუმის საშუალებით, ჩვენი მოსახლეობის ყველაზე მოწყვლად ნაწილს უპირობოდ შეუნარჩუნდა სოციალური დახმარება, რასაც ემატება ყოველთვიური ფულადი დანამატი, რისთვისაც ამ დრომდე გაცემულია 113 მილიონ ლარზე მეტი“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ორბანის წინააღმდეგ გამოძიების ფარგლებში, თითქმის 20 მილიონი დოლარის ფარული ფონდი აღმოაჩინეს
ზელენსკი - აშშ-მ იკითხა, დატოვებდა თუ არა უკრაინა დონბასს ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში.
ელენე ხოშტარია ციხიდან საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მწვავე წერილით პასუხობს და კითხვებს უსვამს
პროკურატურა ფეიქრიშვილის საქმეზე პატარიძის და ფირცხალავას მიმართ გირაოს გამოყენებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



