01:53 - 13 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-28 11:21:10, 947 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე ოპოზიციას - ნუ ზიხართ ჩასაფრებულ პოზიციაში, თუ ერთმანეთს დავკბენთ, ვერ მივაღწევთ შეთანხმებას

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე მოუწოდებს ოპოზიციის ნაწილს, რომელმაც შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს ხელი არ მოაწერა, რომ შეუერთდნენ შეთანხმებას.

როგორც გიორგი ვაშაძე აღნიშნავს, ოპოზიციის ერთიანობა მნიშვნელოვანია და თუ ოპოზიცია ერთმანეთს „დაკბენს“, საბოლოო შეთანხმება, ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან ჩამოშორება, ვერ იქნება მიღწეული.

„მინდა მივმართო ოპოზიციურ კოლეგებს, რომელიც არ შეუერთდნენ ამ შეთანხმებას, მეგობრებო, ძალიან გთხოვთ, არასწორია და უსამართლოა ჩასაფრებული პოზიციის დაჭერა ამ შემთხვევაში, ნუ ეძებთ მიზეზებს, რომ აუცილებლად ვაჩვენოთ, რომ რაღაც არის ცუდად. ჩვენი ერთიანობა, ერთად დგომა ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ამ მნიშვნელოვანი ეროვნული თანხმობის დოკუმენტის აღსრულება მოხდეს ზედმიწევნით, ამიტომ კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ ყველას, ნუ ზიხართ ჩასაფრებულ პოზიციაში, ეს დოკუმენტი ჩვენი საერთო ბრძოლით არის მიღწეული, რომელიც გამარჯვებაა ჩვენი ქვეყნისთვის და მანდ უკვე დაიწყო შედეგების მოტანა. ამიტომ გავერთიანდეთ, ერთად დავდგეთ, იმიტომ რომ მთავარი ამოცანა ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ჩამოშორების ამოცანა არსად არ წასულა, თუ ჩვენ ერთმანეთს დავკბენთ, ვერც ერთ შემთხვევაში ვერ მივაღწევთ საბოლოო შეთანხმებას“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა სენატს მოუწოდა, დაუყოვნებლივ დაამტკიცოს პენტაგონისთვის დამატებით 350 მილიარდი დოლარის გამოყოფა
იენსენ ჰუანგის სკანდალის გამო, Nvidia-ს აქციებმა საბაზრო კაპიტალიზაცია 515 მილიარდი დოლარი დაკარგა
5-5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს 2 სპეცრაზმელს დემონსტრანტ მაისაშვილზე ძალადობის საქმეზე
აბუ დაბის პოლიციამ მერაბ დვალიშვილი და მოჭიდავე საბა ლაზაშვილიც დააკავა, რომებიც ჩასაფრების მსხვერპლები გახდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics