|
2021-04-28 11:05:52, 565 ნახვა
სამართალი
სასამართლომ ჩეხეთში რეგისტრირებული კომპანიის მიმართ ჩადენილი თაღლითობის ფაქტზე ბრალდებული ორი პირი დამნაშავედ ცნო
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, უკრაინის მოქალაქე ნ.კ. და მის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირი დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ საქართველოს გენერალური პროკურატურიდან აცნობეს. უწყების ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ უკრაინის მოქალაქე ნ.კ.-მ ჩეხეთში რეგისტრირებული კომპანიის კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლება და დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავლისთვის, საქართველოში რეგისტრირებული საწარმოს გამოყენებით, კანონიერი სახის მიცემა განიზრახა. „წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად, ნ.კ.-მ, 2019 წლის მაისში, საქართველოში დააფუძნა კომპანია, რომელსაც საბანკო ანგარიშები საქართველოში მოქმედ საბანკო დაწესებულებებში გაუხსნა და „ინტერნეტ ბანკინგის" მომხმარებლად დაარეგისტრირა. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების მიერ ჩეხური კომპანიის ელექტრონულ ფოსტაში ჰაკერული შეღწევის და საწარმოს საქმიანობის შესწავლის შემდეგ, აღმასრულებელი დირექტორის სახელით, ამავე კომპანიის ფინანსურ დირექტორს ცრუ შეტყობინება გაეგზავნა თითქოსდა საინვესტიციო პროექტის განხორციელების მიზნობრიობით თანხის საქართველოში გადარიცხვის მოთხოვნით. შედეგად, 2019 წლის 17 სექტემბერს, ჩეხეთში რეგისტრირებულ კომპანიას 18 219.95 ევრო (59 577.41 ლარი) მოტყუებით გადმოარიცხინეს საქართველოში, ნ.კ.-ს მიერ დაფუძნებული საწარმოს საბანკო ანგარიშზე. აღნიშნული ქმედებით, დაზარალებულს დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი მიადგა. დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ფულადი თანხის წარმოშობის წყაროს და ნამდვილი ბუნების შენიღბვის, ასევე მისთვის კანონიერი სახის მიცემის მიზნით, მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული თანხის ძირითადი ნაწილი, თითქოსდა ელექტრომაგნიტური ძრავის სათადარიგო ნაწილების შეძენის დანიშნულებით, გადარიცხული იქნა ჰონგ კონგში დანაშაულებრივი ჯგუფის წევრთა მიერ კონტროლირებად საბანკო ანგარიშზე. რეალურად, არანაირი საქონლის შეძენას და ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებას ადგილი არ ჰქონია და ზემოაღნიშნული საბანკო გადარიცხვა მიზნად ისახავადა ფიქტიური დოკუმენტის საფუძველზე განხორციელებული საბანკო ტრანზაქციის გზით, დანაშაულებრივად მიღებული შემოსავლისათვის კანონიერი სახის მიცემას. ამ გზით, ნ.კ.-მ მის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის მეშვეობით 17 900 ევროს (58 531.21 ლარი) ოდენობის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია მოახდინა. 2021 წლის 10 თებერვალს, უკრაინის მოქალაქე ნ.კ.-ს ბრალდება წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა" და მესამე ნაწილის „ბ" ქვეპუნქტებით (დიდი ოდენობით სხვისი ნივთის თაღლითურად დაუფლება, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ), ასევე 194-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა'' და მესამე ნაწილის „გ" ქვეპუნქტებით (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, ჩადენილი ჯგუფურად). ხოლო ნ.კ.-ს მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ" ქვეპუნქტით წარედგინა (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება). ნ.კ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ნ.კ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 10 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო მის მიერ დაფუძნებულ საწამოს ლიკვიდაცია განუსაზღვრა“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)