01:53 - 13 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-27 10:11:18, 625 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი გიორგი რურუას შეწყალების აქტს, სავარაუდოდ, დღეს გამოსცემს

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, „მთავარი არხის“ მეწილის, გიორგი რურუას შეწყალების აქტს, სავარაუდოდ, დღეს გამოსცემს.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა 21 აპრილს, საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, როდესაც ოპოზიცია გამოცხადებს, რომ შევა პარლამენტში, ის შეწყალების აქტს მიიღებს.

„მზად ვარ მივიღო ჩემთვის ნამდვილად სკანდალური გადაწყვეტილება, ამ გადაწყვეტილებას ვღებულობ მხოლო და მხოლდ შემდეგი ჩემი პირობით. ეს ნაბიჯი ამ კრიზისის დასრულებისთვის ბოლო აკორდი უნდა იყოს და გზა გაუხსნას იმას, რომ ყოველგვარი სხვა მოთხოვნის გარეშე ქვეყანა და პარლამენტი შეუდგნენ ნორმალურ პოლიტიკურ რეჟიმს და გამოწვევებთან გამკლავებას.

ეს ნიშნავს, რომ ჩემი გადაწყვეტილება, განხორციელდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ერთი მხრივ პარტიები ხელს მოაწერენ საბოლოო დოკუმენტს და შევლენ პარლამენტში, მეორე მხრივ, ევროკავშირის და აშშ-ის წარმომადგენლები გამოაცხადებენ, რომ შეთანხმება შედგა“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციის ნაწილი დღეს პარლამენტში შედის.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა სენატს მოუწოდა, დაუყოვნებლივ დაამტკიცოს პენტაგონისთვის დამატებით 350 მილიარდი დოლარის გამოყოფა
იენსენ ჰუანგის სკანდალის გამო, Nvidia-ს აქციებმა საბაზრო კაპიტალიზაცია 515 მილიარდი დოლარი დაკარგა
5-5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს 2 სპეცრაზმელს დემონსტრანტ მაისაშვილზე ძალადობის საქმეზე
აბუ დაბის პოლიციამ მერაბ დვალიშვილი და მოჭიდავე საბა ლაზაშვილიც დააკავა, რომებიც ჩასაფრების მსხვერპლები გახდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics