01:53 - 13 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-26 17:54:55, 504 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბ ჯაფარიძე ამნისტიის კანონპროექტზე - არავინ აპირებს, ჯალათებს რამე აპატიოს

არავინ აპირებს, რომ ჯალათებს რამე აპატიოს, - ამის შესახებ პარტია „გირჩი -მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ოპოზიციური პარტიების შხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, შესაძლოა, დადგეს რეალობა, როცა „ოცნებას“ ექნება თავისი ვერსია და ოპოზიციას ექნება ის ვერსია, რომელიც რეალურად იყო შეთანხმებული მოლაპარაკებების მაგიდასთან.

„ისეთი შეხვედრა არ ყოფილა, რომ რამე შედეგით დასრულებულიყო. უბრალოდ კონსულტაცია იყო იმის თაობაზე, როგორ ვაგრძელებთ მუშაობას ამნისტიასთან დაკავშირებით. პოზიციები იგივეა, რაც იყო აქამდეც. არავინ აპირებს, რომ ჯალათებს რამე აპატიოს. ამიტომ, აქ მთავარი კითხვაა ის, მოხდება თუ არა პოზიციების შეჯერება და იქნება თუ არა საბოლოოდ ერთიანი დოკუმენტი, რომელზეც „ოცნებაც“ და ოპოზიციაც თანხმობას განაცხადებს. ამ წუთის მდგომარეობით, საჯარო განცხადება რაც მოვისმინეთ „ოცნების“ წარმომადგენლების, ჯერჯერობთ არ ჩანს იმის პირი, რომ ერთიან დოკუმენტზე შეთანხმება შესაძლებელი იყოს, თუმცა, შეიძლება კიდევ იყოს „ოცნებასთან“ კომუნიკაცია და შეიძლება იქ რაიმე შეიცვალოს.

ვერ გეტყვით, რომ მაინც და მაინც ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, მაგრამ რაც არის, ეგ არის. ამიტომ, შესაძლოა დადგეს რეალობა, როცა „ოცნებას“ ექნება თავისი ვერსია და ოპოზიციას ექნება ის ვერსია, რომელიც რეალურად იყო შეთანხმებული მოლაპარაკებების მაგიდასთან. ოპოზიციას ვერსიაში არც ერთ ჯალათს და არც ბრძანების გამცემებს არაფერი ეპატიება. ისინი ამბობენ, რომ ყველას ყველაფერი უნდა ეპატიოს, ეს არის სხვაობა. თუმცა, ეს ასე ვერ იქნება. დაწერილი ტექსტი ჯერ თვალით ნანახი არავის აქვს. ჯერ დაწერონ რამე და მერე ვნახოთ“,-განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა სენატს მოუწოდა, დაუყოვნებლივ დაამტკიცოს პენტაგონისთვის დამატებით 350 მილიარდი დოლარის გამოყოფა
იენსენ ჰუანგის სკანდალის გამო, Nvidia-ს აქციებმა საბაზრო კაპიტალიზაცია 515 მილიარდი დოლარი დაკარგა
5-5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს 2 სპეცრაზმელს დემონსტრანტ მაისაშვილზე ძალადობის საქმეზე
აბუ დაბის პოლიციამ მერაბ დვალიშვილი და მოჭიდავე საბა ლაზაშვილიც დააკავა, რომებიც ჩასაფრების მსხვერპლები გახდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics