|
2021-04-25 18:29:48, 865 ნახვა
კომენტარი
სალომე სამადაშვილი - „ქართული ოცნების“ ნებისმიერი მცდელობა, ჩაშალოს შეთანხმება, ადეკვატურად იქნება აღქმული საერთაშორისო პარტნიორების მიერ
„ქართული ოცნების“ ნებისმიერი მცდელობა, ჩაშალოს შეთანხმება, ადეკვატურად იქნება აღქმული საერთაშორისო პარტნიორების მიერ“, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ სენატი მალე მიიღებს რეზოლუციას, სადაც „ქართული ოცნების“ ნებისმიერი პოლიტიკური ნაბიჯი იქნება ასახული. „ქართული ოცნების“ ნებისმიერი მცდელობა, რომ ახლა, როდესაც არ დაგვიწყია შეთანხმების შესრულებაში წინ მოძრაობა, ეცადოს შეთანხმების ჩაშლა, იქნება ძალიან ადეკვატურად აღქმული საერთაშორისო პარტნიორების მიერ სენატი მუშაობს რეზოლუციაზე , რომელსაც უახლოეს მომავალში მიიღებენ, ვფიქრობ, რომ სენატიც ადეკვატურად ასახავს რეზოლუციაში „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ ნაბიჯებს“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)